ბნელში სიარული ბიბლიის მუხლები

იგავნი 4:19
წყვდიადივითაა ბოროტეულთა გზა: არ იციან, რაზე წაბორძიკდებიან.

ესაია 42:16
ბრმებს მათთვის უცნობ გზაზე წარვუძღვები და უცნობი ბილიკებით ვატარებ, სიბნელეს სინათლედ ვაქცევ მათ წინაშე და ოღრო-ჩოღრო გზებს მოვასწორებ! ამ საქმეებს მოვიმოქმედებ და არ მივატოვებ მათ.

იგავნი 2:13-14
მათგან, რომელნიც ტოვებენ სწორ გზებს, რათა იარონ ბნელი გზით, რომელნიც ხარობენ ბოროტის ქმნით, ილხენენ ბოროტი უკუღმართობით,

იოანეს 3:19
მსჯავრი კი ის არის, რომ სინათლე მოვიდა წუთისოფელში და სინათლეზე მეტად ბნელი შეიყვარეს ადამიანებმა, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი.

ფსალმუნები 34:6-7
იყოს მათი გზა ბნელი და მოლიპული, უფლის ანგელოზი სდევნიდეს მათ. რადგან უმიზეზოდ დამიგეს მახე, უსაბაბოდ გაუთხარეს ორმო ჩემს სულს.

ლუკას 1:78-79
ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა მზის აღმოსავლის სიმაღლიდან, სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა სამშვიდობო გზაზე წარსამართად”.

ესაია 59:9
ამიტომ გაგვშორდა სამართალი და ვერც სიმართლე გვეწია. სინათლის იმედი გვაქვს, მაგრამ სიბნელეში ვართ, შუქზე ვოცნებობთ და წყვდიადში დავდივართ.

სოფონია 1:17
შევაჭირვებ ადამიანებს და ბრმებივით ივლიან, რადგან შესცოდეს უფალს; მტვერივით გაიბნევა მათი სისხლი და ნეხვივით – მათი ხორცი.

მათეს 15:14
მოეშვით მათ, ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. თუ ბრმას ბრმა გაუძღვება, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან”.

იოანეს 11:9-10
მიუგო იესომ: „თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან წუთისოფლის სინათლეს ხედავს. ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, რადგან სინათლე არ არის მასში”.

1 იოანეს 1:6
თუ ვამბობთ, რომ მოზიარეობა გვაქვს მასთან, მაგრამ სიბნელეში დავდივართ, მაშინ ვტყუით და არ ვიქცევით ჭეშმარიტების მიხედვით.

Advertisements