ბოროტებისკენ მიდრეკილი გული ბიბლიის მუხლები

დაბადება 6:5
და იხილა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ქვეყანაზე, რომ მუდამჟამს უკეთური იყო მათი გულისთქმა.

იერემია 17:9
ყველაფერზე ცბიერია გული და გაუკუღმართებული; ვინ ჩასწვდება მას?

იერემია 7:24
მაგრამ არ გაიგონეს, ყური არ დამიგდეს, საკუთარი გონებითა და ბოროტი გულის სიჯიუტით იარეს, უკან მიდიოდნენ და არა წინ.

ფსალმუნები 140:4
არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვისკენ, ურჯულო კაცებთან ერთად ბოროტ საქმეთა ჩასადენად, ნუმც მეგემოს მათი ნუგბარიდან.

დაბადება 8:21
იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა გულში: „აღარ დავწყევლი დედამიწას ადამიანის გამო, თუმცა სიყრმიდანვე ბოროტებისკენ არის მისი გულისწადილი მიდრეკილი. მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას, ისე როგორც ახლა ვქმენი.

ფსალმუნები 13:1-3
თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი”. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინაა სიკეთის მქმნელი. გადმოხედა უფალმა ზეციდან ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე გონიერი, ღმერთს რომ ეძიებს,  ყველამ გადაუხვია გზიდან, ერთიანად გაბინძურდნენ; არ არის მქმნელი სიკეთისა, ერთიც არ არის.

ფსალმუნები 52:1-3
თქვა ბრიყვმა თავის გულში: „არ არის ღმერთი”, გაირყვნენ და საძაგლად იქცევიან თავიანთი უმართლობით; ერთიც არაა კეთილის მოქმედი.  ზეციდან გადმოჰყურებს ღმერთი ადამის ძეთ, რათა იხილოს, თუ არის ვინმე გონიერი, ღმერთს რომ ეძიებდეს.  ყველა გაუკუღმართდა, გაიხრწნა ერთობ, ერთიც არაა კეთილის მოქმედი.

ფსალმუნები 93:11
უფალმა იცის ადამიანთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი.

იერემია 17:9-10
ყველაფერზე ცბიერია გული და გაუკუღმართებული; ვინ ჩასწვდება მას?  მე, უფალი, ვიკვლევ გულს და ვცდი თირკმელებს, რათა თითოეულს თავის საქმეთა მიხედვით მივაგო”.

მათეს 15:18-19
ხოლო პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და სწორედ ეს ბილწავს ადამიანს.  ვინაიდან გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძავობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი.

მარკოზის 7:20-23
ამბობდა: „კაცისგან გამომავალი ბილწავს კაცს.  ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვა, სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა,  ანგარება, მზაკვრობა, ვერაგობა, გარყვნილება, თვალბოროტება, ცბიერება, გმობა, ამპარტავნება და უგუნურება.  ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს”.

Advertisements