ბოროტის ბედი ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 36:2
რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან.

ფსალმუნები 36:10
კიდევ ცოტა, და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იქ.

ფსალმუნები 54:23
ღმერთო, შენ ჩაყრი მათ უძირო ქვესკნელში; სისხლისმღვრელნი და ვერაგნი ვერ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; მე კი შენზე ვარ დაიმედებული.

ფსალმუნები 74:8
რადგან უფლის ხელშია თასი და აქაფებული ღვინო სავსეა მწარე ნაზავით. ის ღვრის მისგან, და ბოროტნი ამაქვეყნისა შესვამენ მას და გამოცლიან.

ფსალმუნები 91:7
თუმცა ბალახივით აღმოცენდებიან ბოროტნი და აყვავდებიან უსამართლობის მოქმედნი, ისინი სამუდამოდ განადგურდებიან.

ფსალმუნები 111:10
ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და გაცამტვერდება; ბოროტეულთა საწადელი მოისპობა.

ფსალმუნები 138:19
ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს! გამშორდით სისხლისმსმელნო!

იგავნი 5:22
ბოროტეული საკუთარი ურჯულოებით იქნება შეპყრობილი და მისივე ცოდვის საბელებით შეიბოჭება.

2 პეტრეს 2:17
ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები; საუკუნო წყვდიადია მათთვის გამზადებული.

იობი 27:13
ეს არის უღმერთოთა ხვედრი ღმერთისგან და მოძალადეთა მემკვიდრეობა, რომელსაც მიიღებენ ყოვლადძლიერისგან!

იობი 20:29
ეს არის ბოროტი კაცის ხვედრი ღვთისგან და ღმერთის მიერ მისთვის მიცემული მემკვიდრეობა!”

Advertisements