ბოროტის სიძულვილი ბიბლიის მუხლები

იგავები 8:13
უფლის შიში ბოროტების სიძულვილია; მძულს სიამაყე, ქედმაღლობა, ბოროტი გზა და უკუღმართი ბაგე.

ფსალმუნები 96:10
შეიძულეთ ბოროტება, უფლის მოყვარულნო; ის იცავს მის წმიდათა სიცოცხლეს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.

ამოსი 5:15
ბოროტება შეიძულეთ, სიკეთე შეიყვარეთ; კარიბჭეში სამართალი დაამკვიდრეთ და იქნებ შეიწყალოს უფალმა, ცაბაოთ ღმერთმა იოსების ნატამალი.

რომაელთა 12:9
სიყვარული იყოს უთვალთმაქცო; შეიძულეთ ბოროტება და მიეკარით კეთილს.

გამოსვლა 18:21
ამასთან ერთად მოძებნე მთელ ერში უნარიანი კაცები, ღვთისმოშიშნი და ერთგულნი, რომელთაც სძულთ ანგარება და ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაუნიშნე ხალხს.

ფსალმუნები 118:104
შენი წესებიდან ვღებულობ გონიერებას, ამიტომ მოვიძულე სიცრუის ყოველი გზა.

ფსალმუნები 118:128
მიტომაც სწორად მივიჩნიე ყოველი შენი ბრძანება, ხოლო ყოველი ცრუ გზა მოვიძულე.

იგავები 13:5
მართალს სძულს სიყალბე, უკეთური კი სამარცხვინოდ და უღირსად იქცევა.

ფსალმუნები 118:163
მძულს და მძაგს სიცრუე, შენი რჯული კი მიყვარს.

ფსალმუნები 100:3
უკეთურ რამეს თვალწინ არ დავიდებ; განდგომილთა საქმე შევიძულე, ახლოს არ გავეკარები.

იგავები 15:27
მტაცებლობით მომხვეჭელი თავის სახლს აპარტახებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.

ფსალმუნები 44:7
შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთით, შენს მეგობრებზე მეტად.

ებრაელთა 1:9
შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება, ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით, შენს თანამოზიარეებზე მეტად”.

რომაელთა 2:22
ჰქადაგებ – არ მოიპაროო, – და იპარავ! ამბობ – არ იმრუშოო, – და მრუშობ! კერპები გეზიზღება და საკერპოებს ძარცვავ?!

რომაელთა 7:15
ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს.

იუდას 1:23
სხვანი კი შიშით იხსენით, ვითარცა ცეცხლისგან გამოტაცებით და ხორცისგან დაბინძურებული სამოსელიც კი შეიზიზღეთ.

გამოცხადება 2:6
ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმეები, რომლებიც მეც მძულს.

ფსალმუნები 30:6
შევიძულე ამაო კერპთა თაყვანისმცემელნი და უფალს მივენდე.

ფსალმუნები 118:158
ვიხილე განდგომილნი და შევიძულე, რადგან შენს ნათქვამს არ იცავენ.

იგავები 29:27
უსამართლო კაცი სისაძაგლეა მართალთათვის და სწორი გზით მოსიარულე სიბილწეა ბოროტეულთათვის.

ფსალმუნები 138:21
უფალო, ნუთუ არ მოვიძულო შენი მოძულენი და არ ვედავო შენს მოწინააღმდეგეთ?!

ფსალმუნები 138:22
სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი; შენი მტრები ჩემს მტრებად მივიჩნიე.

ეზეკიელი 35:6
ამიტომ, ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სისხლს ღვრად გადენ და სისხლი დაგედევნება, რაკი არ შეიძულე სისხლისღვრა, სისხლი დაგედევნება.

Advertisements