ბოროტის წილ ბოროტი ბიბლიის მუხლები

რომაელთ 12:17
არავის მიაგოთ ბოროტის წილ ბოროტი; კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე.

1 თესალონიკელთა 5:15
თვალი გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ ვინმეს ბოროტი არავინ მიაგოს; არამედ მუდამ ეცადეთ სიკეთეს მისდიოთ, ერთმანეთის მიმართ იქნება ეს, თუ ყველას მიმართ.

1 პეტრეს 3:9
ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც ლანძღვას ლანძღვის წილ; პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისთვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.

მათეს 5:39
მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.

დაბადება 50:15
იხილეს იოსების ძმებმა, რომ გარდაიცვალა მათი მამა და თქვეს: „ვაითუ გვიმტროს იოსებმა იმ ბოროტებისთვის, რაც მას გავუკეთეთ!”

მსაჯული 15:10
ჰკითხეს იუდას მკვიდრებმა: „რად ამოხვედით ჩვენთან?” უპასუხეს: „სამსონის შესაპყრობად ამოვედით, რათა ისევე მოვექცეთ მას, როგორც ის მოგვექცა”.

მსაჯული 15:11
სამი ათასი კაცი ჩავიდა იუდადან ყეტამის კლდესთან და უთხრეს სამსონს: „განა არ იცი, რომ ფილისტიმელნი მთავრობენ ჩვენზე? ასე რად მოგვექეცი?” უპასუხა: „როგორც მომექცნენ, ისე მოვექეცი”.

იგავნი 24:29
ნურც იმას იტყვი: როგორც მომექცა, ისევე მოვექცევი, თავისი ქცევისამებრ მივუზღავო.

იგავნი 20:22
ნუ იტყვი: მივაგებო ბოროტის სანაცვლოდ; უფალს დაელოდე და ის გიხსნის.

ეზეკიელი 7:9
არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, არამედ გაზღვევინებ შენი ქცევებისა და საძაგელი ჩვევების გამო. მაშინ გაიგებ, რომ მე, უფალი ვმუსრავ!

ფსალმუნები 136:8
ბაბილონის ასულო, გამაპარტახებელო! კურთხეულ იქნება ის, ვინც სამაგიეროს მოგიზღავს.

ფსალმუნები 40:10
შენ კი შემიწყალე უფალო და წამომაყენე და მე მივუზღავ მათ.


მსგავსი თემები:

სიკეთის წილ ბოროტი

Advertisements