ბოროტისგან მობრუნება ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 33:14
ერიდე ბოროტებას და აკეთე სიკეთე; ეძიე მშვიდობა და მას მისდიე.

1 პეტრეს 3:11
ერიდოს ბოროტს, სიკეთე აკეთოს, მშვიდობას ეძიებდეს და მისკენ ისწრაფოდეს,

იგავნი 4:27
ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; განაშორე ფეხი ბოროტებას.

იგავნი 16:17
წრფელთა გზა ბოროტებისგან განშორებაა, თავისი გზის დამცველი სიცოცხლეს უფრთხილდება.

იერემია 25:5
გეუბნებოდნენ: მობრუნდეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან და თავისი ბოროტმოქმედებიდან და, დაე, მკვიდრობდეს მიწაზე, რომელიც უფალმა მოგცათ თქვენ და თქვენს მამებს უკუნითი უკუნისამდეო.

იგავნი 3:7
ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე.

იგავნი 4:15
თავი აარიდე, ახლოსაც ნუ ჩაუვლი, გადაუხვიე და გაიარე.

იგავნი 1:23
მიუბრუნდით ჩემს შეგონებებს; აჰა, ჩემს სულს გადმოვღვრი თქვენზე, გამოგიცხადებთ ჩემს სიტყვებს.

იერემია 26:3
იქნებ შეისმინონ და მობრუნდნენ თავიანთი ბოროტი გზიდან. მაშინ აღარც მე დავუშვებ იმ უბედურებას, მათ რომ ვუპირებდი მათი ბოროტი საქმეების გამო.

ესაია 59:20
და მოვა გამომსყიდველი სიონში და იაკობში; მათთან, ვინც უკუიქცა დანაშაულისგან! – ამბობს უფალი.

იგავნი 13:19
ტკბილია სულისთვის ასრულებული წადილი, უგუნურთათვის კი სისაძაგლეა ბოროტებისგან განდგომა.

ეზეკიელი 18:27-30
და თუ ბოროტი ზურგს აქცევს ბოროტებას, რასაც სჩადიოდა და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებს, თავის სულს გაიცოცხლებს იგი. რადგან მიხვდა და ზურგი აქცია თავის ყველა ცოდვას. უცილობლად იცოცხლებს იგი, არ მოკვდება! ისრაელის სახლი ამბობს: არასწორიაო უფლის, ჩვენი ბატონის გზა. ჩემი გზაა არასწორი, ისრაელის სახლო?! განა თქვენი გზები არაა არასწორი? ამიტომ თითოეულს თქვენი გზის მიხედვით გაგასამართლებთ, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი ღმერთი, მოინანიეთ, ყველამ ზურგი აქციოს თავის დანაშაულს და არ გექნებათ უმართლობა დაბრკოლებად.

Advertisements