ბრძენის საქმე ბიბლიის მუხლები

იგავნი 11:30
მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა; და ვინც სულებს იძენს ბრძენია.

ეკლესიასტე 10:2
ბრძენის გული მარჯვნივაა მიმართული, ბრიყვის გული კი – მარცხნივ.

იერემია 18:8
თქვეს: „მოდით, პირი შევკრათ იერემიას წინააღმდეგ, რადგან მღვდელს რჯული არ დაეკარგება, ბრძენს – რჩევა და წინასწარმეტყველს – სიტყვა; მოდით და ენით განვგმიროთ იგი, რომ ყური აღარ ვუგდოთ მის სიტყვებსო”.

იგავნი 14:1
ბრძენი ქალი თავის სახლს აშენებს, უგუნური კი საკუთარი ხელით ანგრევს.

მათეს 7:24
ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე დააშენა თავისი სახლი.

ეკლესიასტე 9:15
გამოჩნდა მასში ღარიბი ბრძენი და იხსნა ქალაქი თავისი სიბრძნით, მაგრამ აღარავის გახსენებია ის ღარიბი.

იგავნი 10:5
ზაფხულში შემგროვებელი ჭკვიანი შვილია, მკის დროს მძინარე – შემარცხვენელი.

ეკლესიასტე 7:4
ბრძენთა გული გლოვის სახლშია, ხოლო ბრიყვთა გული – მხიარულების სახლში.

ლუკას 12:42
უთხრა უფალმა: „ვინ არის ერთგული და გონიერი სახლმართველი, რომელსაც თავის მსახურებზე დააყენებს ბატონი, დროულად რომ მისცეს მათ ულუფა?


მსგავსი თემები:

ბრიყვთა საქმე

Advertisements