ბრძნული ლაპარაკი ბიბლიის მუხლები

იაკობის 1:19
მაშ, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი იყოს სმენაში სწრაფი, სიტყვაში დინჯი და რისხვაში ნელი.

იგავნი 13:3
ვინც თავის ბაგეს უფრთხილდება, თავის სიცოცხლეს იცავს; ბაგემორღვეულს კი განადგურება მოელის.

ფსალმუნები 38:1
ვთქვი – დავიცავ ჩემს გზებს, რომ არ შევცოდო ჩემი ენით, ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტნი იმყოფებიან ჩემს წინაშე.

იაკობის 3:13
ვინ არის თქვენს შორის ბრძენი და განსწავლული? კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმეები, ბრძნული თავმდაბლობით.

იობი 27:4
არ წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი უსამართლობას და არ იტყვის სიცრუეს ჩემი ენა!

იგავნი 15:1
მშვიდი პასუხი რისხვას აცხრობს, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი ბრაზს იწვევს.

იგავნი 15:4
ტკბილი ენა სიცოცხლის ხეა, ცბიერი კი სულის შემუსვრა.

მათეს 12:35
კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს; ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს.

კოლოსელთა 4:6
ყოველთვის მადლიანი იყოს თქვენი სიტყვა, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ.

ფსალმუნები 140:3
უფალო, გუშაგი დაუყენე ჩემს პირს, დარაჯი – ჩემს ბაგეებს.

იგავნი 15:26
საძაგელია უფლისთვის ბოროტის ზრახვანი, წრფელი სიტყვები კი სასიამოვნო.

იგავნი 25:15
დიდი მოთმინებით მთავარს დაიყოლიებ; რბილი ენა ძვალს გადატეხავს.

ეფესელთა 4:29
არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი – საჭიროებისამებრ ასაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელთ.

იგავნი 17:27
სიტყვაძვირი კაცი მცოდნეა; და თავშეკავებული – გაგების უნარის მქონე.

იგავნი 14:3
სულელის პირში სიამაყის წკეპლაა, ბრძენთ კი თავისი ბაგენი იცავენ.


მსგავსი თემები:

ბრძნული რჩევა-დარიგება

Advertisements