ბრძნული რჩევა-დარიგება ბიბლიის მუხლები

იგავნი 11:14
რჩევათა გარეშე ეცემა ერი, მრავალი მრჩეველი კი ხსნაა.

იგავნი 12:15
სულელს თავისი გზა სწორი ჰგონია, ბრძენი კი რჩევას ითვალისწინებს.

იგავნი 19:20-21
შეისმინე რჩევა და მიიღე შეგონება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე. მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება ასრულდება.

იგავნი 15:22
რჩევის გარეშე განზრახვა იშლება, ბევრი მრჩევლისას კი სრულდება.

გამოსვლა 18:19
ახლა ისმინე ჩემი სიტყვა, რჩევას მოგცემ და ღმერთი იყოს შენთან: შენ უშუამდგომლე ხალხს ღმერთთან და წარუდგინე მათი საქმენი ღმერთს.

3 მეფეთა 12:7
უთხრეს: „თუ ამ ხალხის მსახური გახდები დღეს, დაეთანხმები და კეთილ სიტყვებს ეტყვი, მაშინ სამუდამო მსახურებად გაგიხდებიან”.

დანიელი 4:27
ამიტომ, მეფევ, მოსაწონი იყოს შენთვის ჩემი რჩევა: ჩამოიცილე ცოდვები სიმართლის ქმნით, ურჯულოებანი შენი – ღარიბთა შეწყალებით, იქნებ გაგიხანგრძლივდეს სიმშვიდე”.

საქმეები 5:35
მერე უთხრა მათ: „კაცნო, ისრაელიანნო, დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს,

გამოცხადება 3:18
გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსელი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა იცხო თვალებზე, რომ დაინახო.

ფსალმუნები 118:105
ლამპარია ჩემს ფერხთათვის შენი სიტყვა და სინათლე – ჩემი ბილიკისთვის.

იგავნი 4:13
ჩაეჭიდე დარიგებას, არ გაუშვა, დაიცავი, რადგან შენი სიცოცხლეა იგი.

იგავნი 20:18
ჩაეჭიდე დარიგებას, არ გაუშვა, დაიცავი, რადგან შენი სიცოცხლეყველა გეგმა რჩევით მტკიცდება; ბრძნული მითითებით წარმართე ომი.ა იგი.

იგავნი 24:6
რადგან ბრძნული მითითებით წარმართავს ომს და მრავალი მრჩევლის წყალობით ექნება გამარჯვება.

იგავნი 27:6
მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მოძულე კი კოცნით აგავსებს.

იგავნი 28:26
საკუთარ გონებას მინდობილი უგუნურია, ბრძნულად მოარული კი გადარჩება.


მსგავსი თემები:

ბრძნული ლაპარაკი

Advertisements