ბრიყვთა საქმე ბიბლიის მუხლები

ეკლესიასტე 10:15
ბრიყვს დაჰქანცავს თავისი შრომა, რადგან მან არ იცის ქალაქისკენ მიმავალი გზა

მათეს 7:26
ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ აღასრულებს, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.

ეკლესიასტე 5:1
დაუკვირდი შენს ნაბიჯებს, როდესაც ღვთის სახლისაკენ მიემართები, უმჯობესია მოსასმენად მიეახლო, ვიდრე უგუნურთა მსხვერპლი შესწირო, რადგან არ იციან მათ, ბოროტს რომ სჩადიან.

ესაია 35:8
და იქნება იქ გაკვალული ბილიკი, რომელსაც სიწმიდის გზას დაარქმევენ, უწმიდური ვერ გაივლის მასზე, დაკვალიანებულთათვის იქნება იგი და მასზე მავალი უგუნურნიც კი არ აიბნევიან.

ეკლესიასტე 7:4
ბრძენთა გული გლოვის სახლშია, ხოლო ბრიყვთა გული – მხიარულების სახლში.

იგავნი 10:1
იგავნი სოლომონისა: ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნური შვილი კი დედის დარდია.

იგავნი 17:25
ბრიყვი შვილი მამის ჯავრია და სიმწარე მშობელისათვის.

ფსალმუნები 38:8
მიხსენი ჩემი ყოველი დანაშაულისგან, ნუ გამხდი ბრიყვის გასალანძღად.

იობი 5:3
კი მინახავს უგუნური ფესვგადგმული, მაგრამ მოულოდნელად დაემხო სამკვიდრებელი მათი.

ეკლესიასტე 4:13
ღატაკი, მაგრამ ბრძენი ჭაბუკი სჯობს, მოხუცებულ და ბრიყვ მეფეს, რომელიც აღარ ისმენს რჩევას,


მსგავსი თემები:

ბრძენის საქმე

Advertisements