ბუნების მიმართ პასუხისმგებლობა ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 19:5
ამიერიდან თუ მართლაც მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან ჩემს საკუთრებად, რადგან ჩემია მთელი დედამიწა.

ლევიანნი 25:23
მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა; თქვენ კი ხიზნები ხართ ჩემთან.

1 ნეშტთა 29:14
ვინა ვარ მე ან ვინ არის ჩემი ხალხი, ამდენის შემოწირვა რომ შევძელით? მაგრამ ყოველივე ეს შენგან არის, შენი ხელით მოცემული დაგიბრუნეთ!

ფსალმუნები 23:1
უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მკვიდრნი მისი.

ფსალმუნები 49:10
რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათას მთაზე.

ფსალმუნები 59:7
ჩემია გილყადი და ჩემია მენაშე, ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა – რჯულმდებელი ჩემი.

ფსალმუნები 88:11
შენია ცანი, დედამიწაც შენია, სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.

Advertisements