ბუნებრივი წესრიგის განახლება ბიბლიის მუხლები

გამოცხადება 21:1
და ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა, ვინაიდან პირველმა ცამ და პირველმა დედამიწამ გადაიარეს, და ზღვა აღარ იყო.

რომელთა 8:19-21
ვინაიდან, ქმნილება მოუთმენლად მოელის ღვთის შვილთა გამოჩენას.  რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ იმედით, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან, ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისთვის.

ესაია 65:17
რადგან, აჰა, ვქმნი ახალ ცას და ახალ დედამიწას. აღარ გაახსენდებათ პირვანდელი და გულზეც აღარავის მოუვა.

ესაია 66:22
რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც ვქმნი მე, იქნებიან ჩემს წინაშე – ამბობს უფალი – ასევე იქნება თქვენი თესლი და თქვენი სახელი.

მათეს 19:28
ხოლო იესომ უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენ, ვინც მე გამომყევით, ხელახლა დაბადებისას, როცა ძე კაცისა თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხად.

2 პეტრეს 3:10-13
ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა, და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული საწყისები დაიშლებიან, დედამიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, დაიწვებიან. თუკი ყველაფერი ასე დაირღვევა, თქვენ როგორიღა სიწმიდე გმართებთ ქცევასა და ღვთისმოსაობაში?  რაკიღა მოელით და ესწრაფით ღვთის მოსვლის დღეს, როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან და გადაბუგული საწყისები დადნებიან.  ხოლო ჩვენ, მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცათ და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე.

გამოცხადება 21:5
და თქვა ტახტზე მჯდომმა: „აჰა, ვქმნი ყოველივე ახალს”. მითხრა: „დაწერე, რადგან სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები”.

ესაია 11:6-9
იცხოვრებს მგელი კრავთან ერთად და ჯიქი თიკანთან წამოწვება; ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ.  ძროხა და დათვი ერთად იბალახებენ, ერთად წამოწვება მათი ნაშიერი და ხარივით ჩალას შეჭამს ლომი.  ჩვილი ასპიტის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუს მოსხლეტილი გველგესლას ბუდეში შეყოფს ხელს.  არ იბოროტებენ და არავის დაღუპავენ მთელ ჩემს წმიდა მთაზე, რადგან აივსება ქვეყანა უფლის შემეცნებით, როგორც ზღვაა წყლებით დაფარული.

ფსალმუნები 103:30
წარგზავნი შენს სულს – წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.

ესაია 43:18-21
ნუ გაიხსენებთ წარსულს, გასულ დღეებზე ნუ იფიქრებთ.  აჰა, მე ვქმნი ახალს, ახლა აღმოცენდება, განა ვერ შეიტყობთ ამას? უდაბნოში გზას გავიყვან, ხრიოკზე მდინარეებს ვადენ.  განმადიდებენ მინდვრის მხეცები, ტურები და სირაქლემები, რადგან წყალი მივეცი უდაბნოს, ხრიოკს – მდინარეები, რათა წყალი ასვან ჩემს ხალხს, ჩემს რჩეულთ.  ხალხი, რომელიც ჩემთვის გამოვსახე, ჩემს დიდებას გამოაცხადებს,

ესაია 65:25
მგელი და კრავი ერთად იბალახებენ; ლომი, ხარივით შეჭამს თივას, გველს კი მტვერი ექნება საჭმელად. აღარ ავნებენ და დააზიანებენ ისინი მთელს ჩემს წმიდა მთაზე! – ამბობს უფალი.

ეზეკიელი 34:25-27
მშვიდობის აღთქმას დავუდებ მათ და ბოროტ მხეცებს აღვგვი ამ ქვეყნიდან, რომ უსაფრთხოდ იცხოვრონ უდაბნოში და ეძინოთ ტყეებში.  მივცემ მათ კურთხევას ჩემი მთის შემოგარენში; თავის დროზე ვაწვიმებ; კურთხევის წვიმები იქნება.  ველის ხე თავის ნაყოფს მოისხამს და მიწა თავის მოსავალს გამოიღებს. უსაფრთხოდ იქნებიან თავიანთ მიწაზე და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა დავგლეჯ მათი უღლის საკვრელთ და გამოვიხსნი მათი დამმონებლების ხელიდან.

Advertisements