ცარიელი სიტყვები ბიბლიის მუხლები

იგავნი 14:23
ყოველგვარ შრომას მოგება მოაქვს, ფუჭ სიტყვებს კი მხოლოდ – სიღარიბე.

ესაია 29:12
და თქვა უფალმა: „იმის გამო, რომ ეს ხალხი მხოლოდ სიტყვებით მიახლოვდება და მხოლოდ ბაგეთა მსახურებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან და მათი მოშიშება ჩემდამი გაზეპირებულ წესებად იქცა.

მათეს 15:8
ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან.

მათეს 23:3
ამიტომ, ყველაფერი, რასაც გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათი საქმეებისამებრ ნუ იმოქმედებთ, ვინაიდან ისინი ამბობენ და არ ასრულებენ.

1 იოანეს 3:18
შვილებო! გვიყვარდეს არა სიტყვით და არა ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.

1 თესალონიკელთა 1:5
რადგან ჩვენი სახარება მხოლოდ სიტყვით კი არ გეუწყათ, არამედ ძალით, სულიწმიდით და სრული დამაჯერებლობით; თუმცა თვითონვე იცით, რანი ვიყავით თქვენ შორის, თქვენთვის.

იობი 16:4-6
მეც თქვენსავით ვილაპარაკებდი, თქვენს ადგილზე რომ ვყოფილიყავი. თქვენს საწინააღმდეგო სიტყვებს შევთხზავდი და თავის ქნევას დაგიწყებდით; ჩემი პირით გაგამაგრებდით და შეგიმსუბუქებდით ტანჯვას ჩემი ბაგის მოძრაობით. თუ ვილაპარაკებ, ტკივილი არ დამიამდება, თუ დავდუმდები განა გამშორდება?

იგავნი 29:19
სიტყვით არ გაიწვრთნება მონა, რადგან რომც გაიგოს, არ შეისმენს.

ეზეკიელი 33:13
ჩემი ხალხი მოდის შენთან ჩვეულებისამებრ, სხდებიან შენს წინაშე და ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; ბაგეებით სიყვარულს გამოხატავენ, მათი გული კი მხოლოდ ანგარებას მიჰყვება.

ოსია 10:4
ცარიელ სიტყვებს ლაპარაკობენ, ცრუდ იფიცებიან აღთქმის დადებისას; აღმოცენდება მსჯავრი მათზე, როგორც შხამიანი ბალახი ხნულებში.

იობი 18:2
„როდემდე ინადირებთ სიტყვებზე? დაფიქრდი და მერე ვილაპარაკოთ.

რომაელთა 15:18
რადგან ვერ გავბედავდი, რომ მელაპარაკა ისეთი რამ, რაც არ გაუკეთებია ქრისტეს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით,

1 კორინთელთა 4:19-20
მაგრამ მალე მოვალ, თუ ინებებს უფალი და გამოვცდი არა ქედმაღალთა სიტყვებს, არამედ ძალას. რადგან ღვთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში.

1 კორინთელთა 13:1
თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნია, მაშინ მხოლოდ ჟღარუნა რვალი ვარ ან წკრიალა წინწილა.

იაკობის 2:16
რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას, მშვიდობით წადი, გათბი და ისაზრდოვეო, სხეულისთვის საჭიროს კი არას მისცემს, რა სარგებელია?

1 კორინთელთა 14:9
ასევე თქვენც თუ ენით გაურკვეველ სიტყვებს წარმოთქვამთ, როგორ გაიგონ ნათქვამი? ჰაერზე მოლაპარაკენი იქნებით.

ეფესელთა 5:6
არავინ გაცდუნოთ ცარიელი სიტყვებით, ვინაიდან ამისთვის ღვთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს.

ტიტეს 1:10
ვინაიდან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან,

1 იოანეს 2:6
ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, მოვალეა ისევე მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.

1 იოანეს 2:9
ვინც ამბობს, რომ სინათლეშია, თავისი ძმა კი სძულს, ის ჯერ კიდევ სიბნელეშია.


მსგავსი თემები:

პირფერობა

Advertisements