ცათა სასუფეველი ბიბლიის მუხლები

მათეს 18:3
თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში.

მათეს 19:23
იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძნელია მდიდრისათვის ცათა სასუფეველში შესვლა.

მათეს 16:19
მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებებს და, რასაც შეჰკრავ მიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, და რასაც გახსნი მიწაზე, გახსნილი იქნება ცაშიც.“

მარკოზის 4:26
და თქვა: „ღმერთის სასუფეველი მსგავსია კაცისა, რომელიც თესლს აგდებს მიწაში,

მათეს 13:44-46
ცათა სასუფეველი ჰგავს ყანაში დაფარულ განძს, რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს, და სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია, და ყიდულობს იმ ყანას. კიდევ: ცათა სასუფეველი ჰგავს მოვაჭრე კაცს, რომელიც კარგ მარგალიტებს ეძებს. ხოლო როდესაც წააწყდება ერთ ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და მას შეიძენს.

მათეს 13:31-32
სხვა იგავიც წარუდგინა მათ და უთხრა: „ცათა სასუფეველი ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბაღჩაში. იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა იზრდება, ყოველ მწვანილეულზე დიდია და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინავენ ცის ფრინველები და მის ტოტებში პოულობენ თავშესაფარს.“

მათეს 13:32
სხვა იგავი უთხრა მათ: „ცათა სასუფეველი ჰგავს საფუარს, რომელიც ქალმა აიღო და დაფარა სამ საწყაო ფქვილში, და მთლიანად გაფუვდა.“

ლუკას 8:10
მან თქვა: „თქვენ მოგეცათ ღმერთის სასუფევლის საიდუმლოებათა ცოდნა, ხოლო სხვებს იგავებით ეძლევათ, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ.

მათეს 19:14
იესომ თქვა: „მოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, რადგან მათნაირებისაა ცათა სასუფეველი.“

მათეს 19:22-23
ეს სიტყვა რომ მოისმინა ჭაბუკმა, დაღონებული განშორდა, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა. იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძნელია მდიდრისათვის ცათა სასუფეველში შესვლა.

მარკოზის 10:23
მიმოიხედა იესომ და ეუბნება თავის მოწაფეებს: „რა ძნელია სიმდიდრის მქონეთათვის ღმერთის სასუფეველში შესვლა!“

ლუკა 18:29-30
უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, ვინც ღმერთის სასუფევლისათვის დატოვებს სახლს, ან ცოლს, ან მშობლებს, ან ძმებს, ან შვილებს და ახლავე არ მიიღებს მრავალგზის მეტს, ხოლო მომავალში – საუკუნო სიცოცხლეს.“

მათეს 6:33
ეძიეთ უწინარეს ყოვლისა ღმერთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყველაფერი შეგემატებათ.

რომაელთა 14:17
რადგან ღმერთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში.

მათეს 7:21
ყველა, ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ ვერ შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.

მათეს 5:3
„ნეტარ არიან ღატაკნი სულით, რადგან მათია ცათა სასუფეველი.

მათეს 6:10
მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.

იოანეს 3:3
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს.“

მარკოზის 1:15
და ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება.“

მათეს 10:7
და როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი.

ლუკას 11:20
თუ მე ღმერთის თითით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სასუფეველი.

დანიელი 2:44
იმ მეფეთა დღეებში დააფუძნებს ზეციური ღმერთი სამეფოს, რომელიც არ დაინგრევა უკუნისამდე; არც სხვა ხალხს გადაეცემა ეს სამეფო. ის შემუსრავს და დაანგრევს ყველა სამეფოს, თვითონ კი სამუდამოდ იდგება.


მსგავსი თემები:

ღვთის სასუფეველი       ღვთის სასუფეველში შესვლა      ღვთის სასუფევლის მოსვლა      ღვთის სასუფევლის მახასიათებლები

Advertisements