ცეცხლი ზეციდან ბიბლიის მუხლები

გამოცხადება 9:23
გაიწოდა მოსემ კვერთხი ზეცისკენ და წარმოქმნა უფალმა გრგვინვა და სეტყვა და გადმოიღვარა ცეცხლი დედამიწაზე, და დასეტყვა უფალმა ეგვიპტის ქვეყანა.

რიცხვნი 11:1
ბოროტად წუწუნებდა ხალხი უფლის გასაგონად, ისმინა უფალმა და აღინთო მისი მწველი რისხვა და შთანთქა უფლის ცეცხლმა ბანაკის კიდეები.

რიცხვნი 11:3
და უწოდეს იმ ადგილს სახელად თაბერა – მწველი, რადგან უფლის ცეცხლი მოეკიდათ იქ.

ლევიანნი 9:24
გამოვიდა ცეცხლი უფლისგან და დაწვა სამსხვერპლოზე სრულადდასაწველი და ქონი; იხილა მთელმა ხალხმა, ყიჟინა დასცა და პირქვე დაემხო.

მსაჯული 6:21
გაიწოდა უფლის ანგელოზმა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა და მისი ბოლო ხორცსა და ხმიადებს შეახო; ცეცხლი ავარდა ქვიდან და შთანთქა ხორცი და ხმიადები; ამის შემდეგ თვალს მიეფარა უფლის ანგელოზი.

1 ნეშტთა 21:26
იქ აუშენა დავითმა უფალს სამსხვერპლო და აღავლინა სრულადდასაწველნი და სამშვიდობო მსხვერპლები, მოუხმო უფალს, მან კი სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის დაშვებით უპასუხა.

4 მეფეთა 1:10-14
მიუგო ელიამ და უთხრა ორმოცდაათისთავს: „თუ ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოვარდეს ციდან და გშთანთქას შენც და შენი ორმოცდაათი კაციც”. ჩამოვარდა ცეცხლი ციდან და ისიც შთანთქა და მისი ორმოცდაათი კაციც. კვლავ მიუგზავნა სხვა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულით. მიუგო და უთხრა ორმოცდაათისთავმა: „ღვთისკაცო, ასე ბრძანებს მეფე, სასწრაფოდ ძირს ჩამოდიო!” ელიამ უთხრა: „თუ ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოვარდეს ციდან და გშთანთქას შენც და შენი ორმოცდაათი კაციც”. ჩამოვარდა ცეცხლი ციდან და ისიც შთანთქა და მისი ორმოცდაათი კაციც. მესამედაც მიუგზავნა სხვა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულით. ავიდა მესამე ორმოცდაათისთავი, მუხლებზე დავარდა ელიას წინაშე, ემუდარებოდა და ეუბნებოდა: „ღვთისკაცო! ფასი დასდე ჩემს და ამ ორმოცდაათი შენი მსახურის სიცოცხლეს შენს თვალში. აჰა, ცეცხლი ჩამოვარდა ციდან და შთანთქა ორი წინამორბედი ორმოცდაათისთავი, თავის ორმოცდაათ კაცთან ერთად; ახლა ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს შენს თვალში!”

გამოცხადება 20:9
და გამოვიდნენ დედამიწის მთელ სივრცეზე, გარს შემოერტყნენ წმიდანთა ბანაკს და საყვარელ ქალაქს; და ჩამოვიდა ცეცხლი ზეციდან და შთანთქა ისინი.

ლუკას 9:54
ეს რომ მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ დაინახეს, უთხრეს: „უფალო, გინდა, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა?”

გამოცხადება 8:5-7
აიღო ანგელოზმა საცეცხლური, აავსო იგი სამსხვერპლოს ცეცხლით და ჩამოაგდო დედამიწაზე; და შეიქმნა ქუხილი და გრგვინვა, ელვა და მიწისძვრა. და შვიდი ანგელოზი, შვიდი საყვირი რომ ჰქონდა, მოემზადა დასაყვირებლად. დააყვირა პირველმა საყვირი, და სისხლნარევი სეტყვა და ცეცხლი გადმოიყარა მიწაზე; დედამიწის მესამედი დაიწვა, ხეების მესამედი დაიწვა და მწვანე ბალახი მთლიანად გადაიბუგა.

ეზეკიელი 38:22
განვიკითხავ მას შავი ჭირითა და სისხლით, წვიმის ნიაღვრებით და სეტყვით; ცეცხლსა და გოგირდს ვაწვიმებ მასზე და მის რაზმებზე, მრავალ ხალხზე, მასთან რომ იქნებიან.

გოდება იერემიასი 1:13
მაღლიდან ცეცხლი დაუშვა ჩემს ძვლებში და მძლია: ბადე გამიშალა ფერხთა წინ და უკან მომაბრუნა, ბეჩავ ქალად მაქცია, ავად ვარ ყოველდღე.

3 მეფეთა 18:24
ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, მეც ვახსენებ უფლის სახელს. ის ღმერთი, რომელიც ცეცხლით გვიპასუხებს, ნამდვილად ღმერთია!” მიუგო მთელმა ხალხმა: „კეთილი სიტყვაა!”

Advertisements