ცემა ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 25:3
ორმოცი დარტყმა აკმარონ, მეტს ნუ დაარტყამენ, თორემ თუ გადაამეტეს და ბევრი ურტყეს, დამცირდება შენს თვალში შენი მოძმე.

იგავნი 22:15
სისულელე მიეკრო ყმაწვილის გულს, დარიგების კეტი მოაშორებს მისგან.

იგავნი 26:3
მათრახი ცხენისათვის, აღვირი ვირისათვის, და შოლტი ბრიყვთა ზურგისათვის.

ლუკას 12:47-48
ხოლო მონა, რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება და არ მოემზადა, ან არ მოიქცა მისი ნებისამებრ, მაგარ ცემას მიიღებს. ხოლო რომელმაც არ იცოდა და ისე მოიქცა, რომ ცემა დაიმსახურა, ნაკლებად იცემება. ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ, და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ.

ლუკას 20:10-11
როცა დრო მოვიდა, მონა გაუგზავნა მიწისმუშაკთ, რომ მიეცათ ვენახის ნაყოფთაგან. მაგრამ მიწისმუშაკებმა სცემეს მას და ხელცარიელი გაუშვეს. კვლავ გაუგზავნა მათ სხვა მონა. მასაც სცემეს, გალანძღეს და ხელცარიელი გაუშვეს.

ესაია 50:6
ჩემი ზურგი მივეცი ჩემს მცემელთ და ჩემი ლოყები – თმის მგლეჯელთ. ჩემს სახეს არ ვიფარავდი გინებისა და ფურთხისაგან.

მარკოზის 15:19
ლერწამს ურტყამდნენ თავში, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი სცემდნენ თაყვანს.

საქმეები 5:40
დაუჯერეს ეს და დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, რომ აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით, და გაუშვეს.

საქმეები 16:22-24
და აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ. ხოლო მთავრებმა ტანისამოსი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს. მაგრად რომ სცემეს, საპყრობილეში ჩაყარეს და საპყრობილის ზედამხედველს უბრძანეს, ფხიზლად ედარაჯა მათთვის. ასეთი ბრძანება რომ მიიღო, მანაც შეყარა ისინი შიდა საპყრობილეში და ფეხებზე ხუნდები დაადო.

Advertisements