ჭეშმარიტების ლაპარაკი ბიბლიის მუხლები

ეფესელთა 4:15
არამედ, ვილაპარაკოთ ჭეშმარიტება სიყვარულით და ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი – ქრისტე,

ზაქარია 8:16
აი, რა უნდა აკეთოთ თქვენ: ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს; ჭეშმარიტება და სამშვიდობო სამართალი დაამყარეთ თქვენს კარიბჭეებთან;

ეფესელთა 4:25
ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკოს თავის მოყვასს, ვინაიდან ერთიმეორის ნაწილები ვართ.

იგავნი 12:17
ჭეშმარიტების მოლაპარაკე სიმართლეს ამბობს, ცრუმოწმე კი – სიცრუეს.

ფსალმუნები 14:2
ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მქმნელია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში.

იგავნი 8:7
რადგან, ჭეშმარიტებას წარმოსთქვამს ჩემი პირი და ბოროტება სისაძაგლეა ჩემს ბაგეთათვის.

2 კორინთელთა 2:17
ვინაიდან ჩვენ არ ვვაჭრობთ ღვთის სიტყვით, როგორც მრავალნი, არამედ წრფელად, როგორც ღვთისგან, ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ ქრისტეში.

2 კორინთელთა 4:2
არამედ უარვყავით ყოველივე რაც სამარცხვინო და დაფარულია, და არა მზაკვრობითა და ღვთის სიტყვის გაყალბებით, არამედ ჭეშმარიტების წარმოჩენით წარვუდგენთ ჩვენს თავს ყველა ადამიანის სინდისს, ღვთის წინაშე.

გამოცხადება 22:6
და მითხრა: „სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები”. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეჩვენებინა თავის მსახურებისთვის, რა უნდა მოხდეს მალე.

გალატელთა 4:16
მაშ, ნუთუ თქვენი მტერი გავხდი, ჭეშმარიტებას რომ გელაპარაკებით?

იობი 33:3
გულწრფელად ვილაპარაკებ სიტყვებს და ნათლად გამოთქვამენ ცოდნას ჩემი ბაგენი;


მსგავსი თემები:

ჭეშმარიტება         ჭეშმარიტების წყაროები

Advertisements