ჭეშმარიტების წყაროები ბიბლიის მუხლები

მათეს 10:20
რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში.

მარკოზის 13:11
და როდესაც წაგიყვანენ გადასაცემად, ნუ იზრუნებთ წინასწარ, რა თქვათ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის თქვით, რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა.

იოანეს 7:38
ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდენენ ცოცხალი წყლის მდინარეები.“

1 კორინთელთა 2:13
და ამას ვამბობთ არა ადამიანთა სიბრძნით ნასწავლი სიტყვებით, არამედ სულიწმიდისაგან ნასწავლით და სულიერს სულიერით განვმარტავთ.

1 პეტრეს 4:11
ვინც ლაპარაკობს, ღვთის სიტყვისამებრ ილაპარაკოს. თუ ვინმე მსახურებს, იმსახუროს ღმერთის მიერ მინიჭებული ძალით, რათა იდიდებოდეს ღმერთი ყველაფერში იესო ქრისტეთი, მას ეკუთვნის დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

2 პეტრეს 1:21
რადგან წინასწრმეტყველება არასოდეს არ მოსულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას.

იოანეს 17:17
განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა არის ჭეშმარიტება.


მსგავსი თემები:

ჭეშმარიტება         ჭეშმარიტების ლაპარაკი

Advertisements