ჩვენი აზრები ბიბლიის მუხლები

რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ საუკუნეს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღმერთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

ფილიპელთა 4:8
დაბოლოს, ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც სამართლიანია, რაც წმიდაა, რაც სათნოა, რაც სასახელოა, რაც სიქველეა და საქებარია, იმაზე იფიქრეთ.

2 ტიმოთეს 1:7
რადგან ღმერთმა მოგვცა ჩვენ სული არა სიმხდალისა, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავებისა.

იერემია 33:3
მომიხმე მე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდსა და მიუწვდომელს, რაც არ იცი შენ,

იგავნი 28:26
საკუთარი თავის იმედით მყოფი ბრიყვია, სიბრძნით მავალი კი გადარჩება.

იგავნი 4:23
ყველა დასაცავზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინებიან სიცოცხლის წყაროები.

ეფესელთა 4:22-32
მიტოვებული გაქვთ ძველი ადიმიანის წინანდელი ცხოვრება, გულისთქმებით და ცდუნებებით გახრწნილი, და განახლებულნი ხართ თქვენი გონების სულით, და შეგიმოსიათ ახალი ადამიანი, რომელიც შექმნილია ღმერთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით. ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თითოეულმა თქვენგანმა თავის ახლობელს ჭეშმარიტება ელაპარაკოს, რადგან ერთიმეორის ასონი ვართ. თუ განრისხდებით, ნუ შესცოდავთ: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაში. ნუ მისცემთ ადგილს ეშმაკს. მპარავი ნუღარ მოიპარავს. სჯობს იშრომოს და თავისი ხელით მოიმოქმედოს სიკეთე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად. ნურანაირი უშვერი სიტყვა ნუ დაგცდებათ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი, რაც საჭიროა აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ. ნუ შეაწუხებთ ღმერთის წმიდა სულს, რომლითაც თქვენ აღბეჭდილნი ხართ გამოსყიდვის დღისათვის. ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად. იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა ქრისტეში მოგიტევათ თქვენ.

მათეს 12:43-45
როდესაც უწმიდური სული გამოდის ადამიანისგან, დადის ურწყულ ადგილებში სიმშვიდის საძებნელად და ვერ პოულობს. მაშინ ამბობს: ‘დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი.’ და როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს, მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უფრო ბოროტს და შევლენ და დამკვიდრდებიან იქ. და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ თაობასაც.“

მათეს 21:22
ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ.“

მათეს 15:11
ადამიანს ბილწავს არა პირში შემავალი, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის. ეს ბილწავს ადამიანს.“

2 კორინთელთა 10:5
და ყოველ მედიდურობას, რომელიც აღმართულია ღმერთის შეცნობის წინააღმდეგ და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს, რათა ქრისტეს დაუმორჩილდეს.

რომაელთა 7:25
მადლი ღმერთს ჩვენი უფალი ქრისტე იესოს მეშვეობით! აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღმერთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს.

იგავნი 3:5
მიენდე უფალს მთელი გულით და შენს გონებას ნუ დაენდობი.

კოლოსელთა 3:2-5იფიქრეთ იმაზე, არის რაც მაღლა, და არა მიწიერზე. რადგან თქვენ მოკვდით და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. და როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენც გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებაში. მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა,

ესაია 11:3-4
უფლის მოშიშება აავსებს მას. დანახულით არ განსჯის, და გაგონილით არ გადაწყვეტს. ღარიბთა საქმეებს პატიოსნად განსჯის, და სისწორით განიკითხავს ამ ქვეყნის ჩაგრულთ. ქვეყანას დასჯის თავისი სიტყვების კვერთხით, თავის ბაგეთა ქარით მოკლავს უკეთურს.

1 იოანეს 1:8
თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.

რომაელთა 1:28
და რაკი არ ცდილობდნენ შემეცნებაში ჰყოლოდათ ღმერთი, ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას უწესოების საკეთებლად.