ცინიზმი ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 14:11-12
და უთხრეს მოსეს: „განა ეგვიპტეში ვერ დავიმარხებოდით, უდაბნოში რომ მოგვიყვანე დასახოცად? ეს რა გვიყავი, რად გამოგვიყვანე ეგვიპტიდან? განა ამას არ გეუბნებოდით ეგვიპტეში: დაგვეხსენი, რომ ვემსახუროთ ეგვიპტელებს, რადგან უდაბნოში სიკვდილს ეგვიპტის მონობაში ყოფნა გვირჩევნიაო?“

გამოსვლა 16:3
და უთხრეს მათ ისრაელიანთ: „ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ვუსხედით ჩვენს ხორცის ქვაბებს, და ძღომაზე ვჭამდით პურს. აჰა, გამოგვიყვანეთ ამ უდაბნოში, რომ მთელი ეს კრებული შიმშილით გაწყვიტოთ.“

3 მეფეთა 19:2-4
მოციქული გაუგზავნა იეზებელმა ელიას და შეუთვალა: „ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ მოგექცე, როგორც შენ მოექეცი თითოეულ იმათგანს.“ შეეშინდა ელიას, ადგა და წავიდა, რათა თავი გადაერჩინა. და მივიდა იუდას ბეერ-შებაყში და დატოვა იქ თავისი მსახური. თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე, და მივიდა ერთი წნორნარის ბუჩქთან და მის ძირას დაჯდა, სიკვდილი ინატრა და თქვა: „ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემს მამებზე უკეთესი არა ვარ.“

იობი 3:1-4
ამის შემდგომ გახსნა იობმა ბაგე და დაწყევლა თავისი გაჩენის დღე. და თქვა იობმა: „დაიქცეს ის დღე, მე რომ დავიბადე, და ის ღამე, მე რომ ჩავისახე! დაე, დაბნელდეს ის დღე, აღარ მოხედოს მას ღმერთმა ზეგარდმო და აღარ ინათოს მასზე ნათელმა!

2 პეტრეს 2:9-10
მაშ იცის უფალმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო განკითხვის დღისათვის დასასჯელად შეინახოს უმართლონი, განსაკუთრებით კი ხორციელ გულისთქმებს ბილწად აყოლილნი, მაღალთა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი და უფალთა უშიშრად მგმობნი,

იობი 3:20-21
რისთვის მიეცა ტანჯულს ნათელი, და სულგამწარებულს – სიცოცხლე, – მათ, რომელნიც სიკვდილს ნატრობენ და ვერ პოულობენ, თუმცა დამარხულ განძზე მეტად ეძებენ,

იერემია 20:14-18
წყეულიმც იყოს დღე ჩემი გაჩენისა! არ იკურთხოს ის დღე, როდესაც დედამა მშობა! წყეულიმც იყოს კაცი, რომელმაც ახარა მამაჩემს: ძე შეგეძინაო და დიდად გაახარა! და გაიხაროს მან ისე, როგორც გაიხარეს ქალაქებმა, რომლებიც უფალმა დააქცია თავისი გულისწყრომით და არ შეინანა; განთიადზე კივილი აღვიძებდეს და სამხრობას ომის ღრიანცელი ესმოდეს.  რამეთუ საშოშივე არ მომკლა მე და არ იქცა დედაჩემი ჩემს სამარედ, მისი საშო კი – რად არ დარჩა სამუდამოდ ორსული. რისთვის გამოვედი მე დედის საშოდან? იმად, რომ ჯაფა და ტკივილი მქონოდა და ჩემი დღეები სირცხვილში დასრულებულიყო?

იონა 4:3
ახლა ბარემ სული ამომხადე, უფალო, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია.“

1 კორინთელთა 15:32
თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!

იგავნი 26:1-11
ისევე, როგორც თოვლი ზაფხულისთვის და წვიმა მკისთვის, ასევე შეუფერებელია ბრიყვისთვის პატივი. ბეღურას გაფრენისა და მერცხლის ნავარდივით ასცდება კაცს უმიზეზო წყევლა. მათრახი – ცხენისთვის, ლაგამი – ვირისთვის, სახრე – ბრიყვისთვის. ნუ უპასუხებ ბრიყვს მისი სირეგვნისამებრ, რათა არ დაემსგავსო მას. უპასუხე ბრიყვს მისი სიბრიყვის შესაბამისად, თორემ თავი ბრძენი ეგონება. ვინც ბრიყვს აგზავნის მაცნედ, ფეხქვეშ მიწას იცლის და თავს გასაჭირში იგდებს. რაღა კოჭლის ფეხები და რაღა ბრიყვის ბაგეზე იგავი. ბრიყვისთვის პატივის მიგება იგივეა, რაც მიბმული ქვის შურდულით სროლა. რაღა ძეძვის ეკლიანი ჯოხი მთვრალის ხელში და რაღა იგავი ბრიყვის პირში.  ბრიყვისა და გზად გამვლელის დამქირავებელი ჰგავს მოისარს, განურჩევლად ყველას რომ ესვრის.  როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნარწყევს, ისე იმეორებს ბრიყვი თავის სისულელელეს.

ეკლესიასტე 9:1-2
ყოველივე ეს ჩავიდე გულში და გამოვიკვლიე, რომ მართალნი და ბრძენნი და მათი საქმენი ღმერთის ხელთაა. კაცმა არ იცის, წინ რა ელოდება – სიყვარული თუ სიძულვილი. და ყველაფერი, რაც ემართება ამაოებაა; ერთი ხვედრი აქვს ყველას: მართალსა და უკუღმართს, კეთილსა და ბოროტს, სუფთას და უწმინდურს, მსხვერპლის შემწირავსა და მსხვერპლის არ შემწირავს, კეთილსა და ბოროტს, მოფიცარსა და ფიცის მოშიშს.

ლუკას 20:20-26
და უთვალთვალებდნენ მას, მიუგზავნეს მსტოვრები, რომლებიც თავს მართალ ადამიანებად აჩვენებდნენ, რათა სიტყვაში დაეჭირათ და ხელისუფლებისათვის და გამგებლის ხელმწიფებაში გადაეცათ. ჰკითხეს მას და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ სიმართლეს ლაპარაკობ და ასწავლი, არავის მიჰკერძებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას. უნდა მივცეთ თუ არა ხარკი კეისარს?“ მიუხვდა მათ მზაკვრობას და უთხრა: „მიჩვენეთ დინარი: ვისია ეს სახე და წარწერა?“ თქვეს: „კეისრისა.“ უთხრა მათ: „მაშ, მიეცით კეისრისა კეისარს და ღმერთისა – ღმერთს.“ ვერ შეძლეს მისი სიტყვაში დაჭერა ხალხის წინაშე. გაუკვირდათ მისი პასუხი და დადუმდნენ.

Advertisements