ცის მხედრობა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 147:2
რადგან ის ამაგრებს შენი კარიბჭეების ურდულებს, ის აკურთხებს შენს ძეებს შენში.

3 მეფეთა 22:19-22
თქვა მიქამ: “ახლა, ისმინე უფლის სიტყვა! ვიხილე თავის ტახტზე მჯდომი უფალი და ცის მთელი ლაშქარი მასთან მდგომი, მის მარჯვნივ და მის მარცხნივ. თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს ახაბს, რომ წავიდეს და დაეცეს გილყადის რამოთში? ზოგმა ის თქვა, ზოგმა – ეს. გამოვიდა სული, დადგა უფლის წინაშე და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: როგორ? უპასუხა: გავალ და მაცდურ სულად ვიქცევი მისი ყოველი წინასწარმეტყველის პირში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და გამოგივა კიდეც; წადი და ასე მოიქეცი.

2 ნეშტთა 18:18-21
კვლავ თქვა მიქამ: „აჰა, ისმინეთ სიტყვა უფლისა. ვიხილე უფალი თავის ტახტზე მჯდომი და ცის მთელი მხედრობა მის მარჯვნივ და მარცხნივ მდგომი. თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს ახაბს, ისრაელის მეფეს, რომ გავიდეს და დაეცეს გილყადის რამოთს? ზოგი იმას ამბობდა და ზოგი ამას. გამოვიდა სული, დადგა უფლის წინაშე და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: რითი? თქვა: გავალ და სიცრუის სულად გარდავიქმნები მისი წინასწარმეტყველების ენაზე. უთხრა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა; წადი და ასე გააკეთე!

ლუკას 2:8-15
მწყემსები იყვნენ მინდვრად, იმ მხარეში. ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ და უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და დიდი შიშით შეშინდნენ. უთხრა მათ ანგელოზმა: ნუ გეშინიათ, აჰა, დიდ სიხარულს გახარებთ, რომელიც მთელი ხალხისთვის იქნება: ვინაიდან მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი, იშვა თქვენთვის დღეს, დავითის ქალაქში. ეს იქნება ნიშანი თქვენთვის: იპოვით ყრმას შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს. და უეცრად დიდძალი ციური ლაშქარი გაჩნდა ანგელოზთან ერთად, ღმერთს აქებდნენ და ამბობდნენ: დიდება მაღალთა შინა ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ღმერთისათვის სათნო ადამიანებს!  ანგელოზები ზეცად რომ ამაღლდნენ, უთხრეს მწყემსებმა ერთმანეთს: წავიდეთ ბეთლემში და ვნახოთ რაც მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა.

ნეემია 9:6
შენ, შენ ხარ უფალი, მხოლოდ შენ, შენ შექმენი ცანი, ცანი ცათანი და მთელი მათი მხედრობა, დედამიწა და ყოველივე, რაც მასზეა, ზღვები და ყოველივე, რაც მათშია; შენვე აცოცხლებ ყველას და შენ გცემს თაყვანს ციური ლაშქარი.

ესაია 40:26
მაღლა აღაპყარით თვალნი და შეხედეთ: ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ლაშქარი, ყველას თავ-თავის სახელს უწოდებს, არავინ დააკლდება მისი ძალის ძლიერების გამო.

4 მეფეთა 17:16
მიატოვეს უფლის, თავიანთი ღმერთის მცნებები, ჩამოასხეს ორი ხბოს გამოსახულება და აშერი გაიკეთეს. თაყვანს სცემდნენ ციურ მხედრობას და ბაყალს ემსახურებოდნენ;

იერემია 19:13
იერუსალიმისა და იუდას მეფეთა სახლები თოფეთის ადგილივით შეიბილწება; ასევე ის სახლებიც, რომელთა ბანებზეც უკმევდნენ ცის მხედრობას და საღვრელს უღვრიდნენ უცხო ღმერთებს.

ზაქარია 1:4-5
თქვენი მამებივით ნუ იქნებით, რომ უცხადებდნენ და ეუბნებოდნენ წინანდელი წინასწარმეტყველები, ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: დატოვეთ თქვენი ბოროტი გზები და თქვენი ბოროტი საქმეები! მაგრამ არ შეისმინეს და არ გამიგონეს – ამბობს უფალი. სადღა არიან თქვენი მამები? ან განა საუკუნოდ ცოცხლობენ წინასწარმეტყველები?

დანიელი 8:10
ცის მხედრობამდე განდიდდა, დედამიწაზე დაანარცხა მხედრობისა და ვარსკვლავთა ნაწილი და გათელა.

ესაია 34:4
ცის მთელი მხედრობა დალპება, ცა გრაგნილივით დაიგრაგნება, გახმება და ჩამოცვივა მთელი მისი მხედრობა, როგორც ფოთოლი ხმება და ცვივა ვაზიდან ან ლეღვის ხიდან.

Advertisements