ცნობისმოყვარეობა ბიბლიის მუხლები

იოანეს 12:9
იუდეველთაგან ბევრმა გაიგო, რომ ის იქ იყო, და მოვიდნენ არა მარტო იესოს გამო, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა.

საქმეები 17:21
ყველა ათენელს და იქ ჩამოსულ უცხოელს დროის გატარება ყველაზე მეტად ერჩივნათ რაიმე ახლის შესახებ საუბარაში ან მოსმენაში.

მათეს 12:38-39
მაშინ უთხრა მას ზოგიერთმა მწიგნობართა და ფარისეველთაგან: „მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან.“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: „ბოროტი და მოღალატე თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა.

მათეს 24:3
ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და ამ საუკუნის აღსასრულის ნიშანი?“

საქმეები 1:6-7
ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას და ეუბნებოდნენ: „უფალო, ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ ისრაელს სამეფოს?“ უთხრა მათ: „თქვენი საცოდნელი არ არის დროები ან ვადები, რომლებიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით.

იოანეს 2:18-19
მიმართეს იუდეველებმა და უთხრეს მას: „რა სასწაულს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.“

1 კორინთელთა 1:22
რადგან იუდეველნი სასწაულებს ითხოვენ და ბერძნები სიბრძნეს ეძებენ,

ეკლესიასტე 1:8
ყოველი საქმე მომქანცველია, უფრო მეტად, ვიდრე სიტყვას ძალუძს ამის გამოთქმა; თვალი ვერასდროს ძღება ხილვით, და ვერც ყური ივსება სმენით.

იოანეს 6:2
დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა მას, რადგან იხილეს სასწაულები, რომლებსაც ის ახდენდა სნეულებზე.

1 პეტრეს 1:12
რომელთაც გამოეცხადა, რომ თვით მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ახლა გეუწყათ ციდან მოვლინებული წმიდა სულით თქვენს მახარებელთაგან, რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები.

იგავნი 27:20
როგორც შავეთი და ჯოჯოხეთი ვერ გაძღება, ისე – კაცის თვალი.

Advertisements