ცოცხალი არსებების ჯიშები ბიბლიის მუხლები

ეზეკიელი 47:10
დადგებიან მასთან მეთევზეები, ყენ-გადიდან ყენ-ეგლაიმამდე იქნება ბადეთა გასაშლელი ადგილი, იმდენივე გვარის თევზი ექნებათ მათ, როგორც დიდ ზღვაშია, ფრიად მრავალი.

დაბადება 1:11-12
შემდეგ თქვა ღმერთმა: „აღმოაცენოს მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი – მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი“. და იქმნა ასე. აღმოაცენა მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი, მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

დაბადება 1:21
შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულნი და ყოველი სულდგმული, წყალში მცურავი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ფრთოსანი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

დაბადება 6:20
ყოველგვარი ფრინველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი დაწყვილებული მოვა შენთან, რათა გადარჩნენ

დაბადება 7:14
ისინი და ყოველი ცხოველი, ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ფრინველი, ყოველი ფრთოსანი, თავისი ჯიშებისამებრ.

დაბადება 1:25
შექმნა ღმერთმა მიწის მხეცები თავისი ჯიშებისამებრ, პირუტყვი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ქვეწარმავალი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

ლევიანნი 11:14
ძერა, შევარდენი და მათი ჯიშისანი,

ლევიანნი 11:15
ყოველი ყორანი და მისი ჯიშისანი,

ლევიანნი 11:16
სირაქლემა, თოლია, ქორი და მათი ჯიშისანი,

მეორე რჯული 14:14-18
არც ერთი სახის ყორანი, სირაქლემა, ბუ, თოლია, ქორი თავისი გვარებით, კიოტა, ბუკნაჭო, ჭოტი, ვარხვი, ფსოვი, თევზიყლაპია, ყარყატი, ყანჩა თავისი გვარებით, ოფოფი და ღამურა

ლევიანნი 11:22
ესენი შეგიძლიათ ჭამოთ ამათგან: კალია და მისი ჯიშისანი, სოლამი და მისი ჯიშისანი, ხარგოლი და მისი ჯიშისანი, ხაგაბი და მისი ჯიშისანი.

ლევიანნი 11:29
აი, რა არის მიწაზე მხოხავ ქვეწარმავალთაგან თქვენთვის უწმიდური: თხუნელა, თაგვი, ხვლიკი და მათი ჯიშისანი;

Advertisements