ცოდნის უარყოფითი მხარე ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 8:1
შეწირული საკლავის შესახებ ყველამ ვიცით, რადგან ყველას გვაქვს ცოდნა. მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს

1 კორინთელთა 8:2
ვინც ფიქრობს, რომ რაიმე იცის, მან ჯერაც არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს.

1 კორინთელთა 8:10-11
ვინაიდან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც ცოდნა გაქვს, საკერპეში მჯდომარეს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას ნაკერპავთა ჭამისთვის? და დაიღუპება შენი ცოდნის მეოხებით შენი უძლური ძმა, რომლისთვისაც მოკვდა ქრისტე.

დანიელი 5:22
შენ, მისმა ვაჟმა, გული არ დაიმდაბლე, თუმცა იცოდი ეს ყველაფერი.

1 ტიმოთეს 6:20
ო, ტიმოთე, დაიმარხე შენთვის მონდობილი, განერიდე უკეთურ ლაყბობას და ცილობებს ცრუ ცოდნისა,

ეკლესიასტე 1:18
რადგან დიდ სიბრძნეში დიდი დარდია და ცოდნის გამრავლება წუხილს ამრავლებს.

ესაია 47:10
რადგან დაიმედებული ხარ ბოროტის ქმნაზე, შენ გაიძახი: „ვერავინ მხედავს!“ შენმა სიბრძნემ და შენმა ცოდნამ გაცდუნა; შენ ამბობ გულში: „მე ვარ და არავინ არის ჩემს გარდა!“

ლუკას 11:52
ვაი თქვენ, რჯულის მოძღვარნო, ცოდნის გასაღები რომ მიიტაცეთ! არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებიც დააბრკოლეთ.“

Advertisements