ცოდნის უპირეტესობები ბიბლიის მუხლები

იგავნი 24:5
ბრძენი მამაკაცი ძლიერია და მცოდნე კაცი იმტკიცებს ძალას.

იგავნი 11:9
მლიქვნელი პირით ღუპავს თავის მოყვასს, მართალნი კი ცოდნით იხსნიან თავს.

იგავნი 24:3-4
სიბრძნით აშენდება სახლი და გონებით განმტკიცდება, და ცოდნით ოთახები გაივსება, ყოველი ძვირფასი და საამური ქონებით.

იგავნი 2:10-12
როდესაც შევა სიბრძნე შენს გულში და ცოდნა ეამება შენს სულს, განსჯა შეგინახავს შენ და საზრიანობა დაგიცავს, რათა გიხსნას ბოროტი გზიდან, უკუღმართად მოუბარი კაცისაგან,

მიქა 3:1
და ვთქვი მე: „ისმინეთ, იაკობის მთავარნო და ისრაელის სახლის მსაჯულნო! განა არა ხამს თქვენთვის სამართლის ცოდნა?

იოანეს 8:32
შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.”

იოანეს 13:17
რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ.

1 კორინთელთა 1:5
იმიტომ, რომ გამდიდრდით მასში ყოველივეთი, ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი ცოდნით,

1 ტიმოთეს 2:4
რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების ცოდნას.

Advertisements