ცოდვა ეკვრის ცოდვილს ბიბლიის მუხლები

რომაელთა 5:19
ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.

ფსალმუნები 50:3
ვინაიდან ვიცი ჩემი დანაშაული და მუდამ თვალწინ მიდგას ჩემი ცოდვა.

იგავნი 13:6
უბიწო გზით მავალს სიმართლე იცავს, ცოდვილს კი ბოროტება ღუპავს.

იობი 10:15
თუ უკეთური ვარ – ვაი ჩემს თავს! თუ მართალი ვარ – თავს ვერ ავწევ, სავსე ვარ სირცხვილით. შეხედე ჩემს სივაგლახეს.

იოანეს 8:24
ამიტომ გითხარით: თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი; რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით”.

საქმეები 8:23
ვინაიდან მწარე ნაღვლით და უსამართლობით შებორკილს გხედავ”.

ეზეკიელი 18:20
ცოდვილი კაცი კი მოკვდება! ძემ არ უნდა იტვირთოს თავისი მამის უმართლობა და მამამ – ძისა; მართალზე მისი სიმართლე იქნება და ბოროტზე – მისი ბოროტება.

ეზეკიელი 36:31
გაგახსენდებათ თქვენი ბოროტი გზები და თქვენი საქმენი და შეგძაგდებათ საკუთარი თავი თქვენი ურჯულოებისა და სისაძაგლეების გამო.

ეზეკიელი 24:11
რათა მეტად აღარ განმიდგეს სახლი ისრაელისა და აღარ შეიბილწოს ყველა თავისი დანაშაულით! გახდეს ჩემი ხალხი, მე კი ვიყო მათი ღმერთი! – ამბობს უფალი ღმერთი”.

იობი 4:8
როგორც მინახავს, ურჯულოების მხვნელნი და შფოთის მთესველნი მასვე იმკიან.

იობი 8:4
თუ შენმა ძეებმა შესცოდეს, მან მათსავე ურჯულოებას გადასცა ისინი.

Advertisements