ცოდვას ავადმყოფობა მოაქვს ბიბლიის მუხლები

ეზეკიელი 4:17
ვინაიდან მოაკლდებათ პური და წყალი, ძრწოლით შეხედავენ ერთმანეთს და გატიალდებიან თავიანთ ურჯულოებაში.

ფსალმუნები 106:17
ბრიყვები თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისთვის იტანჯებოდნენ.

ფსალმუნები 37:3
ჯანსაღი ადგილი აღარ შემრჩა სხეულზე შენი რისხვის გამო; სიმშვიდე დაეკარგა ჩემს ძვლებს, ჩემი ცოდვის გამო.

ოსია 7:1
ისრაელს რომ ვკურნავდი, მაშინ გამოაშკარავდა ეფრემის ურჯულოება და სამარიის ბოროტება, რადგან თვალთმაქცურად იქცეოდნენ; ქურდი სახლში იპარება, ყაჩაღი ქუჩაში ესხმის თავს.

სოფონია 1:17
შევაჭირვებ ადამიანებს და ბრმებივით ივლიან, რადგან შესცოდეს უფალს; მტვერივით გაიბნევა მათი სისხლი და ნეხვივით – მათი ხორცი.

იოანეს 9:2
ჰკითხეს მოწაფეებმა: „რაბი, თვითონ მან შესცოდა თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?”

მიქა 6:13
ჰოდა, მეც დაგცემ უკურნებლად და გაგატიალებ შენი ცოდვების გამო.

Advertisements