ცოდვაში დაბადებული ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 50:5
აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი.

ეფესელთა 2:3
ჩვენც ყველანი მათ შორის ვცხოვრობდით ოდესღაც ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გონების ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით სხვების მსგავსად.

რომაელთა 5:12
ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში, ხოლო ცოდვის მიერ – სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა.

რომაელთა 3:23
ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას,

დაბადება 6:5
და იხილა უფალმა, რომ გამრავლდა ბოროტება ადამიანისა მიწაზე, და მისი გულის ყოველი წადილი მუდამ მხოლოდ ბოროტება იყო.

დაბადება 8:21
და იყნოსა უფალმა კეთილსურნელება, და თქვა უფალმა თავის გულში: „აღარ დავწყევლი კვლავ მიწას ადამიანის გამო, თუმცა სიყრმიდანვეა მისი გულისწადილი მიდრეკილი ბოროტებისაკენ. და მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას ისე, როგორც გავაკეთე.

ეზეკიელი 18:20
ცოდვილი სული კი, მოკვდება. ძემ არ უნდა ატაროს თავისი მამის დანაშაული და მამამ – ძის ურჯულოება. მართლის სიმართლე მასზევე იქნება და ბოროტმოქმედის ბოროტმოქმედება – მასზე.

ებრაელთა 4:15
ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებებში, არამედ ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა.

ფსალმუნები 57:3
გადაუხვიეს ბოროტებმა დაბადებიდანვე; გზას ასცდნენ დედის მუცლიდანვე სიცრუის მქმნელნი.

დაბადება 18:25
შორს შენგან ასეთი საქმე, რომ მოკლა მართალი უკეთურთან ერთად, და იყოს მართალი უკეთურივით! შორს შენგან! მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა არ გააჩინოს სამართალი?”

რომაელთა 2:14-15
რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან. ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ, –

რომაელთა 14:23
ვინც ეჭვობს ჭამისას, დამნაშავეა, ვინაიდან რწმენით არ იქცევა. ხოლო ყოველივე, რაც რწმენით არაა, ცოდვაა.

ეკლესიასტე 7:20
ნამდვილად არ არის ქვეყანაზე მართალი ადამიანი, რომელიც მხოლოდ სიკეთეს სჩადის და არ სცოდავს.

1 იოანეს 3:4
ყოველი ცოდვის ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის და ცოდვა ურჯულოებაა.

რომაელთა 5:19
ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.

რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან. 15 ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ, –

Advertisements