ცოდვაში დარწმუნებული ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 31:3
როდესაც ვდუმდი ჩემს ცოდვებზე, გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა.

ფსალმუნები 37:4
რადგან ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემზე.

ფსალმუნები 50:3
რადგან ვიცი ჩემი დანაშაული, და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას.

იოანეს 16:8
და როდესაც ის მოვა, ამხელს ქვეყნიერებას ცოდვის, სიმართლისა და განსასჯელის გამო.

ესაია 6:5
და ვთქვი: „ვაი მე, დავიღუპე! რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი მეუფე იხილეს, ცაბაოთ უფალი.“

ლუკას 5:8
ეს რომ დაინახა სიმონ-პეტრემ, მუხლებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: „გამშორდი, უფალო, რადგან ცოდვილი კაცი ვარ.“

საქმეები 2:37
ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და უთხრეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს: „როგორ მოვიქცეთ, ძმებო?“

საქმეები 16:29-31
მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შეიჭრა და ათრთოლებული დაემხო პავლესა და სილას წინაშე.30     გარეთ გაიყვანა ისინი და უთხრა: „ბატონებო, რა გავაკეთო, რომ გადავრჩე?“ ხოლო მათ უთხრეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და შენი სახლიც.“

საქმეები 24:25
როდესაც ის ლაპარაკობდა სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ სამსჯავროზე, ფელიქსი შეშინდა და მიუგო: „ახლა წადი და, როდესაც მოვიცლი, დაგიძახებ.“

3 მეფეთა 21:27
როცა გაიგონა ახაბმა ეს სიტყვები, შემოიხია ტანზე სამოსელი და ჯვალოთი დაიფარა ხორცი, მარხულობდა და ჯვალოში ეძინა, დადიოდა დამწუხრებული.

4 მეფეთა 22:19
რადგან გული აგიჩვილდა და ქედი მოიდრიკე უფლის წინაშე, როცა გაიგე, რაც დავძახე ამ ადგილს და მის მცხოვრებთ, გაუდაბურება და შეჩვენება რომ ელით, და სამოსელი დაიპე და ტიროდი ჩემს წინაშე, მეც შევისმინე შენი, – ბრძანებს უფალი.

ეზრა 10:1
და როცა ეზრა უფლის ტაძრის წინ მუხლმოყრილი ლოცულობდა ტირილით და აღსარებას ამბობდა, თავი მოიყარა მის გარშემო ისრაელიანთა დიდძალმა კრებულმა: კაცებმა, ქალებმა და ბავშვებმა, რადგან ხალხიც მწარედ ტიროდა.

იობი 42:6
ამიტომ თავს ვიდრეკ და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში.“

ფსალმუნები 37:18
ჩემს ბრალს ვაცხადებ, ვწუხვარ ჩემი ცოდვის გამო.

იერემია 3:21
მაღლობებზე გაისმის ხმა ისრაელიანთა მოთქმისა, რადგან მათ გაიმრუდეს გზა და დაივიწყეს უფალი, მათი ღმერთი.

ოსია 6:1
წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას.

იონა 3:6-10
შეიტყო ეს ამბავი ნინევეს მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამეფო შესამოსელი, ჯვალო ჩაიცვა და ნაცარში ჩაჯდა. შემდეგ, მეფისა და მისი დიდებულების ბრძანება გამოაცხადებინა ნინევეში: „არც კაცმა და არც პირუტყვმა – ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს და არც წყალი დალიოს. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, მიატოვონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გასვრილი. ვინძლო გული მოუბრუნდეს ღმერთს, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ!“  შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა, და გული მოუბრუნდა მათზე და აღარ მოუვლინა ის განსაცდელი, რასაც უმზადებდა.

მარკოზის 14:72
და მყისვე მეორედ იყივლა მამალმა და პეტრეს გაახსენდა სიტყვა, რომელიც იესომ უთხრა: სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე. და ატირდა.

ლუკას 15:21
და უთხრა: ‘მამა! შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე. ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე.’

ლუკას 18:13-14
ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აეხედა; მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ‘ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.’ გეუბნებით თქვენ: ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე ის, რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება.“

Advertisements