ცოდვების აღიარება ბიბლიის მუხლები

1 იოანეს 1:9
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, იგი, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან.

იაკობის 5:16
აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან დიდი ძალა აქვს მართლის ლოცვას.

იგავნი 28:13
საკუთარ დანაშაულთა დამფარველს ხელი არ მოემართება, ვინც აღიარებს და მიატოვებს ცოდვას, შეიწყალებული იქნება.

ფსალმუნები 31:5
ცოდვა ჩემი გაუწყე, და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: „ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე. და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა.“

რომაელთა 3:23
რადგან ყველამ შესცოდა და ყველა მოკლებულია ღმერთის დიდებას,

საქმეები 19:18
ბევრი, ვინც ირწმუნა, მოდიოდა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს.

ფსალმუნები 50:1-5
რაჟამს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი, მას შემდეგ, რაც ბათშებაყთან შევიდა. შემიწყალე, ღმერთო, შენი სათნოებისამებრ, შენი მრავალმოწყალებით წაშალე ჩემი დანაშაული. სრულად განმბანე ჩემი ბრალისგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმინდე მე! რადგან ვიცი ჩემი დანაშაული, და ჩემი ცოდვა მუდამ ჩემს თვალწინაა. შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება შენს თვალ წინ ჩავიდინე, ამიტომ მართალია შენი მსჯავრი და სწორია შენი სამართალი. აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა დედაჩემი ჩემზე.

2 პეტრეს 3:9
არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველა მივიდეს მონანიებამდე.

Advertisements