ცოდვებთან დაპირისპირება ბიბლიის მუხლები

გალატელთა 6:1-2
ძმებო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით. და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში. ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით აღასრულებთ ქრისტეს რჯულს.

1 ტიმოთეს 5:20
შემცოდენი ამხილე ყველას წინაშე, რათა სხვებმაც იქონიონ შიში.

გალატელთა 6:1
ძმებო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით. და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში.

იაკობის 5:19-20
ჩემო ძმებო, თუ ვინმე თქვენგანი გადაცდება ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას, იცოდეთ, რომ ცოდვილის მომქცევი მისი ცდომილების გზიდან, სიკვდილისაგან იხსნის მის სულს და მრავალ ცოდვას დაფარავს.

ლუკას 17:3
გაფრთხილდით: თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, უსაყვედურე მას და თუ მოინანიოს, მიუტევე.

ეფესელთა 4:15
არამედ, ვილაპარაკოთ ჭეშმარიტება სიყვარულით და ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი – ქრისტე,

გალატელთა 2:11-13
როცა კეფა ანტიოქიაში მოვიდა, დავუპირისპირდი მას საჯაროდ, რადგან მცდარად იქცეოდა. რადგან, ვიდრე ზოგიერთები მოვიდოდნენ იაკობისგან, წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლისთანავე დაიწყო ჩამოშორება და განზე გადგომა წინადაცვეთილთა რიდით. მასთან ერთად ფარისევლობდნენ სხვა იუდეველებიც, ისე რომ, ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა პირფერობამ.

მათეს 16:4
ბოროტი და ორგული თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა.“ და დატოვა ისინი და წავიდა.

იაკობის 4:17
ამიტომ, ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება მას.

Advertisements