ცოდვის გამომჟღავნება ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 32:23
თუ ასე არ მოიქცევით, აჰა, შესცოდავთ უფალს: იცოდეთ, რომ თქვენი ცოდვა გიპოვით თქვენ.

იობი 20:27
გააცხადებს ზეცა მათ დანაშაულს და მიწა აღდგება მათ წინააღმდეგ.

იგავნი 26:26
სიძულვილს სიცრუით ფარავს, მისი ბოროტება კრებულში გამოჩნდება.

ეკლესიასტე 12:14
რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს – კარგი იქნება ეს, თუ ცუდი.

ლუკას 12:2
რადგან არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.

1 კორინთელთა 4:5
ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, სანამ უფალი არ მოვა, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს! მაშინ მიიღებს თითოეული ქებას ღვთისგან.

იობი 10:14
რომ შეგცოდო, შენ დამიდარაჯდები და არ მომიტევებ დანაშაულს.

იობი 14:16
ნაბიჯებს დამითვლიდი, ჩემს ცოდვებს კი აღარ ჩაეძიებოდი;

იერემია 2:22
ნაცარტუტითაც რომ გაიხეხო, საპონიც რომ არ დაიშურო, შენი ურჯულოება მაინც ლაქად დარჩება ჩემ წინაშე!” – ამბობს უფალი ღმერთი.

იერემია 16:17
რადგან ჩემი თვალია მათ გზებზე, ვერ დამემალებიან და ვერც დანაშაულს დამიმალავენ.

ეზეკიელი 11:5
გადმოვიდა უფლის სული ჩემზე და მითხრა: „თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: ასე და ასე ფიქრობთ, ისრაელის სახლო, რადგან ვიცი მე თქვენი აზრები.

ოსია 7:2
არც უფიქრიათ გულში, რომ ყოველი მათი ბოროტება მახსოვს; ახლა მათივე საქმეებია მათ გარშემო, ჩემს წინაშე არიან ისინი.

ამოსი 5:12
რადგან ვიცი, რომ უამრავია თქვენი დანაშაული და დიდია თქვენი ცოდვა: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და ღარიბ-ღატაკს უკან აბრუნებთ კარიბჭიდან.

Advertisements