ცოდვის ტვირთვა ბიბლიის მუხლები

1 პეტრეს 2:24
რომელმაც ჩვენი ცოდვები თვით აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ; მისი ჭრილობებით განიკურნეთ თქვენ.

ლევიანნი 16:22
და გაიყოლებს ვაცი თავისი თავით უდაბურ ქვეყანაში ყველა მათ ცოდვებს; და გაუშვებენ ვაცს უდაბნოში.

ესაია 53:4
მაგრამ მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა, ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო, ღმერთის მიერ დასჯილი და დამცირებული.

მათეს 8:17
რათა აღსრულებულიყო თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: „მან იკისრა ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნეულებანი.“

ესაია 53:11-12
თავისი სულის ნაღვაწს კმაყოფილებით იხილავს; თავისი სიბრძნით მრავალთ გაამართლებს მართალი ჩემი მონა, და მათ ცოდვებს ის იტვირთავს. ამიტომ წილს მივცემ მას მრავალთა შორის და ძლიერებთან გაინაწილებს ნადავლს, იმის სანაცვლოდ, რომ სასიკვდილოდ გაწირა თავისი სული და ბოროტმოქმედებთან შეირაცხა. და მრავალთა ცოდვა იტვირთა და ცოდვილებს გამოესარჩლა.

ეზეკიელი 4:4-6
დაწექი მარცხენა გვერდზე და ზედ დაიდე ისრაელის სახლის ცოდვა. და რამდენ დღესაც იწვები მასზე, იმდენ ხანს ატარებ მათ ცოდვებს. და მე მიგითვლი მათი უკეთურების წლებს დღეების რიცხვის მიხედვით – 390 დღეს – და ატარებ ისრაელის სახლის უკეთურებას. და შეასრულე ეს და შემდეგ დაწექი მარჯვენა გვერდზე, და ატარე იუდას სახლის უკეთურება 40 დღეს; თითო წელზე თითო დღეს ჩაგითვლი.

Advertisements