ცოლის მოვალეობები ბიბლიის მუხლები

ტიტეს 2:4
რათა ასწავლონ ყმაწვილქალებს ქმრისა და შვილების სიყვარული,

ეფესელთა 5:33
ჰოდა ყოველ თქვენგანსაც საკუთარი თავივით უყვარდეს ცოლი; ხოლო ცოლს – მოშიშება ჰქონდეს ქმრისა.

1 კორინთელთა 7:3-7
ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმა – ქმარს. ცოლი არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ – ქმარი; ასევე ქმარიც არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ – ცოლი. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა შეთანხმებით და ისიც დროებით, რომ ლოცვა-მარხვისთვის მოიცალოთ, და კვლავ ერთად იყავით, რათა სატანამ არ გამოგცადოთ თქვენი თავშეუკავებლობით. ხოლო ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანებით. ვინაიდან მსურს, ყველა ადამიანი ისე იყოს, როგორც მე ვარ. მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღმერთისგან, ზოგს – ასე და ზოგს – ისე.

ეფესელთა 5:22
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.

1 პეტრეს 3:1
ასევე თქვენ, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, უსიტყვოდ იქნენ შეძენილნი ცოლების ქცევით,

ტიტეს 2:5
გონიერება, სისუფთავე, ოჯახზე ზრუნვა, სიკეთე, ქმრის მორჩილება, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.

რომაელთა 7:2-3
რადგან ქმრიანი დედაკაცი რჯულით არის შეკრული ცოცხალ ქმართან, ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია ქმრის რჯულისაგან. ამიტომ, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა კაცის გახდება, მრუში ეწოდება; ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა ქმრისად გახდომა მრუშობად არ ჩაეთვლება.