ცრემლები ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 55:8
ჩემი ხეტიალი აღრიცხული გაქვს; შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები – განა შენს წიგნში არ არიან ისინი?

გამოცხადება 7:17
ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროსკენ გაუძღვება; და ღმერთი მოსწმენდს ცრემლს მათ თვალთაგან”.

გამოცხადება 21:4
მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”.

1 მეფეთა 20:41
როგორც კი წავიდა ყმაწვილი, ადგა დავითი სამხრეთის მხრიდან, პირქვე დაეცა და სამგზის სცა თაყვანი, აკოცეს ერთმანეთს და ატირდნენ. დავითი უფრო მეტს ტიროდა.

1 მეფეთა 30:4
ტყვედ წაიყვანეს დავითის ორი ცოლიც – იზრეყელელი ახინოყამი და ქარმელელი ნაბალის ქვრივი.

ფსალმუნები 30:9
შემიწყალე, უფალო, რადგან მიჭირს, წუხილით დამისუსტდა თვალი, სამშვინველი და სხეული.

ფსალმუნები 38:12
ისმინე ჩემი ლოცვა უფალო და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ნუ დადუმდები ჩემი ცრემლების მიმართ, რადგან მწირი ვარ შენთან და ხიზანი, როგორც ჩემი მამა-პაპა.

ფსალმუნები 41:3
ჩემი ცრემლები მქონდა პურად, დღისით და ღამით, როს მეუბნებოდნენ გამუდმებით – სად არის შენი ღმერთი?

ფსალმუნები 79:5
ცრემლიანი პურით გამოკვებე ისინი და ცრემლებს ცრემლებზე ასმევ.

ფსალმუნები 125:5
მიდის და ტირის თესლის მთესველი, მოდის და სიხარულის შეძახილებით მოაქვს თავისი ძნები.

იერემია 9:1
„ვინ მისცემს ჩემს თავს წყლებს და ჩემს თვალებს ცრემლის ნაკადებს? დღე და ღამე ვიტირებდი ჩემი განგმირული ხალხის ასულისთვის!

მათეს 26:75
და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.

ლუკას 19:41
ქალაქს რომ მიუახლოვდა და დაინახა, ატირდა მის გამო.

ლუკას 23:27
უკან დიდძალი ხალხი და დედაკაცები მიჰყვებოდნენ, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ მის გამო.

ფილიპელთა 3:18
ვინაიდან ბევრნი, რომელთა შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, და ახლა ტირილითაც გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები.

ფსალმუნები 83:6
ხრიოკ ველზე გავლისას წყაროს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ შემოდგომის წვიმა.

მალაქია 2:13
აი, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლებით ფარავთ ღვთის სამსხვერპლოს, ტირილითა და ქვითინით. ამის გამო აღარ აქვს ღმერთს სახე ძღვენისკენ და აღარ ეამება მისი მიღება თქვენი ხელიდან.

ესაია 25:8
სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს უფალი ღმერთი და მოსწმენდს ცრემლს ყველა სახიდან, მოაშორებს სირცხვილს თავის ხალხს მთელ ქვეყნიერებაზე, რადგან თქვა უფალმა.

იერემია 9:11
ქვის გროვად ვაქცევ იერუსალიმს, ტურების ბუნაგად, გავატიალებ იუდას ქალაქებს, მცხოვრებთა გარეშე დავტოვებ.

ლუკას 6:21
ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, რადგან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, რადგან გაიცინებთ.

ებრაელთა 5:7
მან ხორცში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადითა და ცრემლით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო.

იაკობის 4:9
დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი – მწუხარებად.

ფსალმუნები 115:7-9
უფალო, ნამდვილად შენი მსახური ვარ; მსახური ვარ შენი, ძე შენი მხევლისა; შენ შემხსენი ბორკილები.  სამადლობელ მსხვერპლს შემოგწირავ და მოვუხმობ უფლის სახელს. აღთქმებს შევუსრულებ უფალს, მთელი მისი ხალხის წინაშე.

საქმეები 20:31
ამიტომ ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამე, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს.

ებრაელთა 12:16-17
რომ არ იყოს თქვენ შორის მრუში ან უღვთო, როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამადისთვის გაყიდა პირმშოობა.  რადგან იცით, რომ ამის შემდეგ, როცა მემკვიდრეობით კურთხევის მიღება მოისურვა, უკუგდებულ იქნა, და ვერ მონახა მონანიების ადგილი, თუმცა ცრემლებით კი ითხოვდა ამას.

მარკოზის 9:24
ბავშვის მამამ იმწამსვე შესძახა ცრემლმორეულმა: “მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას”.

ეზრა 10:1
როცა ლოცულობდა ეზრა და ტირილით ინანიებდა ღვთის სახლის წინ გართხმული, შემოიკრიბა მის ირგვლივ ისრაელიანთა დიდძალი კრებული – კაცები, ქალები, ბავშვები, რადგან მწარედ ტიროდა ხალხიც.

იოანეს 11:35
აცრემლდა იესო.

Advertisements