ცრუ მასწავლებლები ბიბლიის მუხლები

ეფესელთა 4:14
რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და წარიტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით,

2 პეტრეს 2:1-3
მაგრამ ცრუწინასწარმეტყველნიც იყვნენ ხალხში, ისევე, როგორც თქვენშიც გეყოლებათ ცრუმოძღვარნი, რომლებიც დამღუპველ მწვალებლობას შემოიღებენ, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფ დაღუპვას მოიწევენ თავზე. მრავალნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა. ანგარებით, მაცდური სიტყვებით გამოგიყენებენ საკუთარ თა­ვზე მსჯავრის დასატეხად; არ დააგვიანებს მათი განკითხვა და არ თვლემს მათი დაღუპვა.

1 ტიმოთეს 6:3-4
ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჯანსაღ სიტყვებსა და ღვთისმოსაობის სწავლებას, ის ამპარტავანია და არაფერი იცის, მხოლოდ კამათისა და პაექრობის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი,

იუდა 1:4
ვინაიდან შემოიპარნენ ზოგიერთნი, რომელთაც ადრიდანვე ეწერათ ეს სასჯელი, უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ერთადერთ მბრძანებელსა და ჩვენს უფალ იესო ქრისტეს.

2 კორინთელთა 11:13
რადგან ასეთები არიან ცრუმოციქულნი, მზაკვარი მუშები, ქრისტეს მოციქულების სახეს რომ ღებულობენ.

საქმეები 20:29
რადგან ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ ულმობელი მგლები შემოგივარდებიან, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.

გამოცხადება 2:14
მაგრამ ცოტა რამ მაქვს შენს საწინააღმდეგოდ, ვინაიდან არიან შენთან ისეთებიც, რომლებიც ბილყამის მოძღვრებას მისდევენ, ბალაკს რომ ასწავლა და აცდუნა ისრაელიანები, რათა კერპთშენაწირი ეჭამათ და ემეძავათ.

1 იოანეს 4:1
საყვარელნო, ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში.

Advertisements