ცრუ რელიგია ბიბლიის მუხლები

საქმეები 17:29
და რაკი ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ან ვერცხლს, ანდა ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოქანდაკებულს.

მეორე რჯული 4:28
და მოემსახურებით იქ ადამიანის ხელით ხისა და ქვისგან გაკეთებულ ღმერთებს, რომლებიც ვერც ხედავენ, არც ესმით, ვერც ჭამენ და ვერც ყნოსავენ.

ფსალმუნები 113:12-16
მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი. პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ. ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ. ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავისი ხორხიდან. მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.

ესაია 44:9-20
არარაობაა კერპთა ყველა გამომსახველი, მათ საუნჯეს არავითარი სარგებელი არ მოაქვს, თავადვე რწმუნდებიან ამაში. ვერაფერს ხედავენ და ვერც ხვდებიან, ამიტომაც გაწბილდებიან. ვინ გამოსახა ღმერთი და კერპი ვინ ჩამოასხა, რომელსაც სარგებლობა არ მოაქვს? აჰა, შერცხვებიან მათი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც უბრალო ადამიანები არიან; შეიკრიბონ ყველანი, წამოდგნენ, შეძრწუნდნენ და შერცხვნენ ერთიანად. მჭედელი რკინისგან ჭედავს და ნაკვერჩხლებზე ამუშავებს, უროთი აძლევს ფორმას, თავისი ძლიერი მკლავით მუშაობს, მერე შივდება და ძალა ეცლება, წყალს არ სვამს და იქანცება. გაჭიმავს საზომს დურგალი და საჭრეთლით შემოხაზავს, წალდით ამუშავებს, ფარგლით შემოხაზავს და შექმნის მისგან კაცის მსგავსებას, ადამიანის მშვენებასავით, რათა სახლში დადგას. მოჭრის კედრებს; შეარჩევს ცაცხვს და მუხას, ტყის ხეთა შორის მოამაღლებს მათ, დარგავს ფიჭვს და წვიმა გაზრდის, შემდეგ კი დასაწვავად აქცევს, აიღებს მათგან და თბება; ღუმელს ახურებს, პურს აცხობს და მისგანვე აკეთებს ღმერთს და თაყვანს სცემს, კერპს აკეთებს და მის წინაშე ემხობა. ნაწილს ცეცხლში წვავს, ნაწილით ხორცს ხარშავს, შეწვავს და ძღება შემწვარით, თბება კიდეც და ამბობს: „ოჰ, გავთბი, ცეცხლი დავინახეო!” ხის მონარჩენისგან კი ღმერთი, გამოთლილი კერპი გაიკეთა, მის წინაშე ემხობა და თაყვანს სცემს, მის წინაშე ლოცულობს და ეუბნება: „მიხსენი, რადგან ღმერთი ხარ ჩემი!” არ იციან და არ გაეგებათ, რადგან თვალები აქვთ ამოლესილი, რომ ვერ დაინახონ და გულები – რომ ვერ მიხვდნენ. ვერავინ ხვდება, არც ცოდნა აქვთ და არც გონიერება, რომ თქვან: „ნაწილი ცეცხლში დავწვი, ნაკვერჩხლებზე პური გამოვაცხვე, ხორცი შევწვი და შევჭამე; მის მონარჩენს კი სიბილწედ ვაქცევ, ხის ნაჭერს როგორ ვეთაყვანები?” 20 ფერფლით იკვებება, მოტყუებულმა გულმა გზას ააცდინა; თავს ვერ გადაირჩენს და ვერ იტყვის: „განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში?”

იერემია 16:18-20
ჯერ ორმაგად გადავუხდი მათი დანაშაულისა და ცოდვის გამო, რომ შებილწეს ჩემი ქვეყანა; საკერპო გვამებითა და სისაძაგლეებით რომ აავსეს ჩემი სამკვიდრო”. ოჰ, უფალო, ძალავ ჩემო და სიმაგრევ ჩემო, ჩემო თავშესაფარო გაჭირვების დღეს! ქვეყნის კიდეებიდან მოვლენ შენთან ხალხები და იტყვიან: „მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრეს ჩვენმა მამებმა, მხოლოდ ამაოება, რომელთაგანაც სარგებელი არ არის”. „განა შეუძლია კაცს ღმერთები გაიკეთოს? მაინც არ იქნებიან ისინი ღმერთები!

დანიელი 3:4-7
მაშინ ხმამაღლა გამოაცხადა მაცნემ: „ხალხნო, ტომებო და ყოველო ენავ! თქვენ გებრძანებათ! როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე დაემხობით და თაყვანს სცემთ იმ ოქროს კერპს, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა! ვინც არ დაემხობა და თაყვანს არ სცემს, მაშინვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული!” ამიტომ, როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმა გაისმა, ყველა ხალხი, ტომი და ენა პირქვე დაემხო და მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართულ ოქროს კერპს სცა თაყვანი.

რომაელთა 3:23-31
ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას. და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით, რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შეწყალების მსხვერპლად, რწმენის მეშვეობით მისსავე სისხლში, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით, რომელთაც ითმენდა ღმერთი, რათა ახლა ეჩვენებინა თავისი სიმართლე, რომ ის არის მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი. მაშ სადღაა დასაკვეხნი? გამოირიცხა! რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით, არა! არამედ რწმენის რჯულით! რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთა გარეშე. განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია, განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც არის. ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს წინადაცვეთილებს რწმენის გამო და წინადაუცვეთელთ – რწმენით. მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც; არამედ განვამტკიცებთ რჯულს.

გამოცხადება 9:20-21
დანარჩენმა ადამიანებმა კი, რომლებიც ამ წყლულებით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი ხელის საქმენი, რომ თაყვანი არ ეცათ დემონებისთვის და ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ქვისა და ხის კერპებისთვის, რომელთაც არც ხილვა შეუძლიათ, არც მოსმენა და არც სიარული. არ მოინანიეს ჩადენილი მკვლელობანი, არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი მეძავობანი და არც თავიანთი ქურდობანი.

ეზეკიელი 8:16
მიმიყვანა უფლის ტაძრის შიდა ეზოსთან და, აჰა, უფლის ტაძრის შესასვლელთან, კარსა და სამსხვერპლოს შორის დაახლოებით ოცდახუთი კაცი დამდგარა უფლის ტაძრისკენ ზურგშექცევით, აღმოსავლეთით მიუმართავთ პირი და თაყვანს სცემენ აღმოსავლეთით მზეს.

საქმეები 12:21-23
დაწესებულ დღეს ჰეროდემ სამეფო სამოსი ჩაიცვა, ტახტზე დაჯდა და მათ მიმართა. ხალხი კი ღაღადებდა: „ღმერთის ხმაა და არა კაცისა”. მაგრამ მოულოდნელად უფლის ანგელოზმა დასცა იგი, ვინაიდან დიდება არ მიაგო ღმერთს, და მატლებისგან შეჭმულს, სული ამოხდა.

გამოცხადება 13:8
და თაყვანი სცა მას დედამიწის ყველა მცხოვრებმა, რომელთა სახელებიც არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, დაკლულ კრავს რომ აქვს ქვეყნიერების დასაბამიდან.

1 კორინთელთა 10:20
არამედ, რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკებს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარნი გახდეთ.

კოლოსელთა 2:8
იფხიზლეთ, არავინ წარგატყვევოთ ფილოსოფიითა და ამაო ტყუილებით, ადამიანური გადმოცემებისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით და არა ქრისტეს მიხედვით.

1 ტიმოთეს 1:4
ყურადღებას ნუ გაამახვილებენ მითებსა და დაუსრულებელ საგვარტომო ნუსხებზე, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიურ მეურვეობას რწმენაში.

1 ტიმოთეს 6:20
ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი მობარებულს, განერიდე ამქვეყნიურ ლაყბობას და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს,

ოსია 4:13-14
მთათა მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს და მაღლობებზე უკმევენ მუხის, ალვისა და ტერებინთის ქვეშ, რადგან საამოა მათი ჩრდილი; ამიტომ იმეძავებენ თქვენი ასულნი და იმრუშებენ თქვენი საპატარძლონი. არ მოვკითხო თქვენს ასულებს, რომ მეძავობენ და თქვენს საპატარძლოთ, რომ მრუშობენ? თქვენც მათთან ერთად ხართ და ტაძრის მეძავებთან ერთად სწირავთ მსხვერპლს; უმეცარი, მიუხვედრელი ხალხი კი იღუპება!

4 მეფეთა 17:17
ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს, მკითხაობდნენ, ჯადოქრობდნენ და ბოროტად იქცეოდნენ უფლის თვალში, მის განსარისხებლად.

1 მეფეთა 12:21
აღარ გადაუხვიოთ ფუჭი ღმერთებისკენ, ვერ დაგიფარავენ და ვერ გიხსნიან ისინი, რადგან ფუჭნი არიან.

მსაჯულნი 10:14
წადით და შეჰღაღადეთ იმ ღმერთებს, რომლებიც აირჩიეთ. მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში!”

ესაია 46:7
მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე თავის ადგილზე დასვამენ. დგას და არ იძვრის ადგილიდან, შესძახიან და პასუხს არ სცემს, ვერ იხსნის მათ გასაჭირიდან.

იონა 2:8
ამაო კერპთა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას.

მათეს 23:13
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან კეტავთ ცათა სამეფოს ადამიანთა წინაშე; არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ ანებებთ შესვლას!

2 კორინთელთა 4:4
ურწმუნოთათვის, რომლებსაც ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა არ ებრწყინა მათთვის სახარების ნათელს ქრისტეს დიდებაზე, რომელიც ღვთის ხატია.

გალატელთა 4:8
თუმცა მაშინ, როცა არ იცნობდით ღმერთს, ემსახურებოდით მათ, რომლებიც ბუნებით ღმერთები არ არიან.

მიქა 5:13-15
გავანადგურებ ქანდაკებს და სათაყვანო სვეტებს შენი წიაღიდან, რათა აღარ დაუწყო თაყვანისცემა შენსავე ნახელავს. ამოვძირკვავ შენს აშერებს შენი წიაღიდან და დავანგრევ შენს ქალაქებს. რისხვითა და გულისწყრომით ვიძიებ შურს ერებზე, რომლებიც არ დამემორჩილნენ.

ნაუმი 1:14
ასე ბრძანა შენზე უფალმა, ქალაქო: „არ დარჩება შენი სახელი საუკუნოდ; გავაქრობ კერპსა და ქანდაკს შენი ღმერთის სახლებიდან; საფლავს გაგითხრი, რადგან საძაგელი ხარ”.

იერემია 22:8-9
მრავალი ერი ჩაუვლის ამ ქალაქს და ერთმანეთს ჰკითხავენ: ასე რატომ მოექცა უფალი ამ დიდებულ ქალაქს? პასუხად ეტყვიან: იმიტომ, რომ უფლის, თავიანთი ღმერთის აღთქმა მიატოვეს, უცხო ღმერთებს სცემდნენ თაყვანს და მათ ემსახურებოდნენო.