ცრუ სასწაულები ბიბლიის მუხლები

2 თესალონიკელთა 2:8-9
მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა მონაბერით და თავისი მოსვლის გამოცხადებით განაქარვებს მას, ვისი მოსვლაც სატანის მოქმედებით იქნება, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით,

გამოცხადება 16:14
ესენი ეშმაკთა სულები არიან. ისინი ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისთვის.

მეორე რჯული 13:1-3
„შენს შორის წინასწარმეტყველი ან სიზმრის მხილველი რომ გამოჩნდეს და ნიშანი ან სასწაული მოგცეს, და ახდეს ეს ნიშანი ან სასწაული, რომელიც გამოგიცხადა და თან გითხრას: გავყვეთ სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობ, და მათ ვემსახუროთო, ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმრის მხილველის სიტყვებს, რადგან გცდის უფალი, შენი ღმერთი, რათა შეიტყოს, გიყვარს თუ არა უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და მთელი შენი არსებით!

მათეს 24:24
რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც კი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.

გამოსვლა 7:11
უხმო ფარაონმა ბრძენკაცებსა და ჯადოქრებს; და გააკეთეს ეგვიპტელმა გრძნეულებმა, იგივე თავ-თავისი გრძნეულებით.

გამოცხადება 19:20
და შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც მის წინაშე ახდენდა სასწაულებს, რომელთა მეშვეობითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატების თაყვანისმცემელნი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილნი ცეცხლის ტბაში, გოგირდით რომ იწვოდა.

გამოსვლა 8:7
იგივე გააკეთეს გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით და ამოიყვანეს ბაყაყები ეგვიპტის ქვეყანაზე.

1 მეფეთა 28:6-13
უთხრა საულმა თავის მსახურებს: „მომიძებნეთ სულთა გამომძახებელი ქალი, მივალ და ვამკითხვინებ”. უთხრეს მსახურებმა: „აჰა, ყენდორშია სულთა გამომძახებელი ქალი”. შეინიღბა საული, სხვა სამოსელი გადაიცვა, ორი კაცი გაიყოლა და ღამით მიაკითხა იმ ქალს. უთხრა: „დაეკითხე გარდაცვლილთა სულებს და ამომიხმე, ვისზეც გეტყვი”. უთხრა ქალმა: „აჰა, კარგად იცი, რა გააკეთა საულმა, რომ მოსპო ამ ქვეყანაში სულთა გამომძახებლები და ჯადოქრები. მახეს რატომ მიგებ დასაღუპად?” უფალი დაიფიცა საულმა: „ცოცხალია უფალი! არ დაისჯები ამ საქმისთვის”. ჰკითხა ქალმა: „ვინ ამოგიხმო?” უთხრა: „სამუელი ამომიხმე”. დაინახა ქალმა სამუელი და ხმამაღლა იყვირა. უთხრა ქალმა საულს: „რად მომატყუე? რადგან საული ხარ შენ!” უთხრა მეფემ: „ნუ გეშინია. რას ხედავ?” თქვა ქალმა: „სულს ვხედავ, მიწიდან ამომავალს”. ჰკითხა: „როგორ გამოიყურება?” მიუგო: „მოხუცი კაცია, ვინც ამოდის, მოსასხამშია გახვეული”. მიხვდა საული, რომ სამუელი იყო იგი, დაიხარა და მიწას განერთხა.

საქმეები 8:9-11
იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, რომელიც ადრე ჯადოქრობდა და აოცებდა სამარიელ ხალხს; თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა. ყველა, დიდიან-პატარიანად, ყურს უგდებდა მას და ამბობდა: „ეს ის ღვთიური ძალაა, დიადად რომ იწოდება”. ყურს კი იმიტომ უგდებდნენ, რომ დიდი ხნის მანძილზე აოცებდა მათ ჯადოქრობით.

2 თესალონიკელთა 2:3
არც რაიმე ხერხით გაცდუნოთ ვინმემ, ვინაიდან ის დღე მანამდე არ დადგება, სანამ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, – ძე გატიალებისა,

გამოცხადება 13:13-14
და ახდენდა დიდ სასწაულებს, ცეცხლიც კი ჩამოიტანა ციდან დედამიწაზე ადამიანთა წინაშე. აცდუნებდა დედამიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომლებიც მიეცა მას მხეცის წინაშე მოსახდენად; ეუბნებოდა დედამიწის მკვიდრთ, რომ გაეკეთებინათ მხეცის ხატება, რომელიც დაიჭრა მახვილით, მაგრამ გაცოცხლდა.

2 თესალონიკელთა 2:10-12
და უსამართლობის ყოველგვარი საცდურით დაღუპულთათვის, იმის გამო, რომ არ მიიღეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად. ამიტომაც უგზავნის მათ ღმერთი მცდარ ქმედებას, რათა ყალბი იწამონ, რომ განკითხულ იქნას ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, მაგრამ მოიწონა უსამართლობა.

Advertisements