ცრუ წინასწარმეტყველების მაგალითები ბიბლიის მუხლები

გამოცხადება 2:20
მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ის მაქვს, რომ თავის ნებაზე უშვებ დედაკაც იეზაბელს, თავის თავს წინასწარმეტყველს რომ უწოდებს, და ასწავლის და აცდენს ჩემს მორჩილთ, რომ იმეძაონ და კერპთშენაწირი ჭამონ.

გამოცხადება 16:13
ვიხილე როგორც გველეშაპისა და მხეცის, ისე ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმიდური სული, მსგავსი ბაყაყებისა.

გამოცხადება 19:20
და შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც მის წინაშე ახდენდა სასწაულებს, რომელთა მეშვეობითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატების თაყვანისმცემელნი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილნი ცეცხლის ტბაში, გოგირდით რომ იწვოდა.

გამოცხადება 20:10
ხოლო ეშმაკი, მათი მაცდუნებელი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იმყოფებიან, და იტანჯებიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.

იერემია 23:13
სამარიის წინასწარმეტყველებშიც დავინახე უგუნურება. ბაყალის სახელით წინასწარმეტყველებდნენ და აცდუნეს ჩემი ხალხი, ისრაელი.

მათეს 24:24
რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც კი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.

ნეემია 6:10-13
ამის შემდეგ შემაყიას, დელაიას ძის, მეჰეტაბელის ძის სახლში შევედი, რომელიც სახლში იყო ჩაკეტილი და მითხრა: „ღვთის სახლში წავიდეთ, ტაძარში და ჩავკეტოთ ტაძრის კარი, რადგან შენს მოსაკლავად მოდიან; ამაღამ მოვლენ შენს მოსაკლავად”. ვუთხარი: „განა ჩემნაირი კაცი უნდა გაიქცეს? ანდა ისეთი, როგორიც მე ვარ, სიცოცხლის გადასარჩენად ტაძარში უნდა შევიდეს? არ შევალ-მეთქი!” მივხვდი, რომ ღმერთის გამოგზავნილი არ იყო. ჩემს წინააღმდეგ იმიტომ იწინასწარმეტყველა, რომ ტობიასა და სანბალატს დაექირავებინათ. დაიქირავეს იმისთვის, რომ შემშინებოდა და ჩემი საქციელით ცოდვა ჩამედინა; ამით ისინი სახელს გამიტეხდნენ და ჩემს დასაგმობად გამოიყენებდნენ.

იერემია 27:9-10
ნუ მოუსმენთ თქვენს წინასწარმეტყველებსა და თქვენს ჯადოსნებს, თქვენს მესიზმრეებს, თქვენს მკითხავებსა და თქვენს გრძნეულებს, რომლებიც გეუბნებიან, არ მოემსახურებით ბაბილონის მეფესო. ვინაიდან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი, რათა მოგაშორონ თქვენი მიწიდან, რომ მე გაგაძევოთ და დაგღუპოთ.

Advertisements