ცუდი დამოკიდებულება ბიბლიის მუხლები

3 მეფეთა 16:7
წინასწარმეტყველ იეჰუ ხანანის ძის პირით გამოცხადდა უფლის სიტყვა ბაყაშას გამო და მისი სახლის გამო, და ყოველი ბოროტების გამო, რასაც უფლის თვალში აკეთებდა იგი, რომ აჯავრებდა თავის ხელის ნამოქმედარით უფალს, რომ ბაძავდა იერობყამის სახლს, და იმის გამოც, რომ მოსპო იგი.

ეფესელთა 4:26
განრისხდით, ოღონდ ნუ შესცოდავთ: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე.

იაკობის 1:19
ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვაში ნელი და რისხვაში ნელი.

გალატელთა 5:20
კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, შუღლი, უთანხმოებანი, მწვალებლობა,

ეფესელთა 4:31
ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.

ეფესელთა 4:29
არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ.

ებრაელთა 13:5
თქვენი გზა იყოს ვერცხლმოყვარეობის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ”.

საქმეები 15:36-39
რამდენიმე დღის შემდეგ უთხრა ბარნაბას პავლემ: „წავიდეთ კიდევ და მოვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა. ვნახოთ, როგორ არიან.” ბარნაბას სურდა, თან წაეყვანა იოანე, რომელსაც მარკოზი ერქვა. პავლე კი ფიქრობდა, რომ არ უნდა წაეყვანათ ის, ვინც ჩამოშორდა მათ პამფილიაში და არ წაჰყვა მათ საქმეზე. ჩამოვარდა უთანხმოება და ისინი დასცილდნენ ერთმანეთს. ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და გაცურეს კვიპროსამდე.

მათეს 5:22
მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის – რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო რომელიც ეტყვის – სულელო, ცეცხლის გეენის თანამდები იქნება.

ეფესელთა 6:4
თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.

მეორე რჯული 20:8
და კიდევ ელაპარაკონ ზედამდგომელები ხალხს და უთხრან: „ვინც მშიშარაა და გულდედალი, წავიდეს და დაუბრუნდეს თავის სახლს, რათა არ გაუდნოს თავის მოძმეებს გული თავისი გულივით.”

მსაჯული 18:25
და უთხრეს მას დანის ძეთ: „აღარ გავიგონოთ შენი ხმა, თორემ დაგეცემიან გააფთრებული კაცები, ჩვენს შორის რომ არიან, და შენს სულსაც დაღუპავ და შენი სახლის სულსაც.”

1 იოანეს 4:8
ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია.

1 იოანეს 2:4
ვინც ამბობს: შევიცანიო იგი და მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და არ არის მასში ჭეშმარიტება.

Advertisements