ცუდი სიზმრები ბიბლიის მუხლები

დანიელი 2:1
ნაბუქოდონოსორის მეფობის მეორე წელს ნაბუქოდონოსორს სიზმრები დაესიზმრა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუკრთა.

დაბადება 40:16-19
როცა დაინახა მეპურეთუხუცესმა, რომ კარგად ახსნა, უთხრა იოსებს: „მეც ვიხილე სიზმარი: აჰა, სამი მოწნული კალათა მადგას თავზე, და ზემო კალათაში ფარაონის ყოველგვარი სანოვაგეა, ხაბაზის ნახელავი, და ფრინველი ჰკენკავს მას ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან.” და მიუგო იოსებმა და უთხრა: „ესაა მისი ახსნა: სამი კალათა სამი დღეა. სამი დღის შემდეგ ფარაონი მოგკვეთს თავს და ჩამოგკიდებს ხეზე. და ფრინველი შეჭამს შენს ხორცს.”

დაბადება 20:3
და მოევლინა აბიმელექს სიზმარში ღმერთი და უთხრა მას: „აჰა, შენ მკვდარი ხარ იმ ქალის გულისათვის, რომელიც მოიყვანე, რადგან ის ქმრიანია!”

ესაია 29:8
იქნება, როგორც მშიერს – აჰა, ჭამს იგი; გამოიღვიძებს და ცარიელია მისი კუჭი. და როგორც მწყურვალს ესიზმრება – აჰა, სვამს იგი, გამოიღვიძებს და დაქანცულია და სულს სწყურია ისევ; ასე მოუვა ყველა ხალხს, გალაშქრებულს სიონის მთის წინააღმდეგ.

Advertisements