ცუდი ურთიერთობები ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 15:33
ნუ შეცდებით: უკეთური ურთიერთობანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვევებს.

იგავნი 13:20
ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება.

1 კორინთელთა 5:11
არამედ გწერდით თქვენ, რომ არ იქონიოთ კავშირი იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ გარყვნილია, ან ხარბი, ან კერპთაყვანისმცემელი, ან მაგინებელი, ან ლოთი, ან მტაცებელი. ასეთთან არც კი ჭამოთ.

იგავნი 14:7
ჩამოშორდი უმეცარ კაცს, თუ ჭკვიანურ ლაპარაკს ვერ შეატყობ.

ფსალმუნები 25:4-5
არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ. შევიძულე კრებული უკეთურთა ბოროტთა გვერდით არ დავჯდები.

ფსალმუნები 1:1-4
ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღრმთოთა რჩევას, და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში; არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და ფოთოლი მისი არ ჭკნება. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია. უღმერთონი ასე კი არ არიან, ბზეს წააგვანან ქარისაგან აღგვილს.

იგავნი 22:24-25
ნუ იმეგობრებ ბრაზიან კაცთან და ფიცხ კაცს ნუ გაეკარები; რათა მისი გზა-კვალი არ ისწავლო და შენ თავს ხაფანგი არ დაუგო.

იგავნი 1:10-11
შვილო, თუ ცოდვილნი ეცდებიან შენს შეცთენას არ დაჰყვე მათ ნებას. თუ გეტყვიან: წამო ჩვენთან, მოსაკლავად ჩავუსაფრდეთ, უდანაშაულოს დავუდარაჯდეთო,

იგავნი 4:14-15
ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე. ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე.

იგავნი 16:29
მოძალადე კაცი თავის მოყვასს აცდუნებს და მიჰყავს უკეთურ გზაზე.

2 კორინთელთა 6:14
ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა მონაწილეობა აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საზიარო ნათელს ბნელთან?

1 იოანეს 2:15-17
ნუ შეიყვარებთ სოფელს, ნურც იმას, რაც სოფელშია. ვისაც სოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული. ვინაიდან ყოველივე, რაც სოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, სოფლისაგან არის. გადადის სოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე.

ფსალმუნები 118:115
შორს ჩემგან, ბოროტნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას.

Advertisements