ცხოვრება ხორციელ სამყაროში ბიბლიის მუხლები

რომაელთა 9:3
ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების – ჩემი სისხლისა და ხორცის გამო.

რომაელთა 9:5
მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული, ამინ.

რომაელთა 15:27
ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. ვინაიდან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ხორციელად უნდა მოემსახურონ მათ.

1 კორინთელთა 1:26
ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია.

1 კორინთელთა 2:14
მშვინვიერი ადამიანი კი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისგანაა, ვინაიდან სისულელედ მიაჩნია და არ ძალუძს გაგება, რადგან სულიერად განისჯება.

1 კორინთელთა 7:34
ქმრიანსა და ქალწულს შორისაც არის განსხვავება; უქმრო, ქალწული ქალი უფლისაზე ზრუნავს, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც; ქმრიანი კი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს ქმარს.

1 კორინთელთა 9:11
თუ სულიერი დავთესეთ თქვენში, განა დიდი ამბავია, რომ ხორციელი მოვიმკათ თქვენგან?

1 კორინთელთა 11:14
ანდა, განა თვით ბუნებაც არ გასწავლით, რომ მამაკაცისათვის სამარცხვინოა გრძელთმიანობა?

1 კორინთელთა 15:44
ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მშვინვიერი სხეული და არის სულიერი სხეული.

1 კორინთელთა 15:46
მაგრამ პირველად სულიერი კი არ არის, არამედ მშვინვიერი, შემდეგ – სულიერი.

ებრაელთა 9:1
პირველ აღთქმასაც ჰქონდა ღვთისმსახურების წესდებები და მიწიერი წმიდა,

ებრაელთა 13:3
გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს თქვენც მათთან ერთად ხართ შებორკილნი; და ტანჯულნი, თითქოს მათ სხეულში იმყოფებით.

2 კორინთელთა 5:6
ამიტომ ვართ ყოველთვის მხნედ; და ვიცით, რომ სანამ სხეულში ვართ დამკვიდრებულნი, განშორებულნი ვართ უფლისგან,

გალატელთა 2:20
ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული! მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცხოვრობ, რწმენით ვცოცხლობ, ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის.

გალატელთა 4:23
მაგრამ მხევლისგან გამოსული ხორციელად იყო შობილი, ხოლო თავისუფლისგან გამოსული – აღთქმის მიხედვით.

გალატელთა 4:29
მაგრამ როგორც მაშინ სდევნიდა ხორციელად შობილი სულით შობილს, ასევეა ახლაც.

2 კორინთელათა 11:18
და რაკი ბევრი იკვეხნის ხორციელად, ამიტომ მეც დავიკვეხნი.

იოანეს 6:63
სული სიცოცხლეს იძლევა, ხორცი კი უსარგებლოა; სიტყვები, რომლებიც გითხარით, სულია და სიცოცხლე.

Advertisements