ცხოვრების წესი ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 6:7-9
შთაუნერგე ისინი შენს ძეებს და ელაპარაკე მათ შესახებ სახლში ჯდომისას და გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას.  ნიშნად შეიბი ხელზე და შუბლსაკრავად თვალთა შორის.  დააწერე შენი სახლის წირთხლსა და კარებს.

ფსალმუნები 1:1-6
ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში;  არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს.  და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილი ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.  უღმერთონი კი ასე არ არიან, ქარისგან აღგვილ ბზეს წააგვანან.  ამიტომ, ვერ წამოიმართებიან უღმერთონი სასამართლოში და ცოდვილნი – მართალთა კრებულში.  რადგან უწყის უფალმა მართალთა გზა, უღმერთოთა გზა კი განადგურდება.

ფსალმუნები 118:1-5
ნეტარ არს, ვისი გზაც უბიწოა და ვინც უფლის რჯულით დადის.  ნეტარ არიან მისი მცნებების შემნახველნი, მთელი გულით რომ ეძებენ მას.  უმართლობას არ სჩადიან, მისი გზით დადიან;  შენ გვიბრძანე, რომ მტკიცედ დაგვეცვა შენი ბრძანებები.  ნეტამც წარმემართებოდეს გზები შენი წესების დასაცავად.

მიქა 6:8
განგიცხადა შენ, ადამიანო, რა არის კეთილი და რას მოითხოვს შენგან უფალი – მხოლოდ სამართლიან მოქმედებას, მოწყალების სიყვარულს და შენი ღმერთის წინაშე თავმდაბლად სიარულს.

ფსალმუნები 83:11
რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას იძლევა იგი, არანაირ სიკეთეს არ დაუკავებს უბიწოდ მოარულთ.

ფსალმუნები 100:2
ჩავუფიქრდები უბიწოთა გზას: როდის მოხვალ ჩემთან? სუფთა გულით ვივლი ჩემს სახლში.

ფსალმუნები 142:8
მიხსენი ჩემს მტერთაგან უფალო; შენთან ვაფარებ თავს.

იგავნი 3:3
წყალობა და ჭეშმარიტება ნუ დაგტოვებს, ყელზე მოიბი, გულის ფიცარზე დაიწერე.

იგავნი 4:18-19
მართალთა ბილიკი განთიადის სინათლეს ჰგავს, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება შუადღემდე.  წყვდიადივითაა ბოროტეულთა გზა: არ იციან, რაზე წაბორძიკდებიან.

იგავნი 4:25-27
წინ იყურონ შენმა თვალებმა და პირდაპირი იყოს შენი მზერა შენს წინაშე. 26 მოასწორე შენი ფეხის ბილიკი და ყველა შენი გზა განმტკიცდება.  ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; განაშორე ფეხი ბოროტებას.

ეკლესიასტე 8:15
და მოვიწონე მხიარულება, რადგან არ ყოფილა ადამიანისთვის სხვა სიკეთე მზისქვეშეთში, გარდა იმისა, რომ ჭამოს, სვას და იმხიარულოს: სიხარული იქნება ასეთი კაცის მეგზური მის საშრომში, მისი სიცოცხლის ყოველ დღეს, ღმერთმა რომ მისცა მზისქვეშეთში.

ეკლესიასტე 10:3
საითაც არ უნდა წავიდეს ბრიყვი, ბრიყვად რჩება და ყველა ხედავს, რომ ბრიყვია.

იერემია 6:27
შემფასებლად დაგადგინე ჩემს ხალხში და სიმაგრედ, რომ შეიცნო და შეაფასო მათი გზები.

ოსია 4:10
შეჭამენ და ვერ გაძღებიან, იმრუშებენ და ვერ გამრავლდებიან, ვინაიდან მიატოვეს უფლის სამსხვერპლო.

რომაელთა 6:21
აბა, რა ნაყოფი გქონდათ მაშინ? საქმეები, რომელთა გამო ახლა გრცხვენიათ, ვინაიდან მათი ბოლო სიკვდილია.

რომაელთა 8:5
ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე.

რომაელთა 12:3-21
ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა იფიქროთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, იმ რწმენის საზომით, ღმერთმა რომ გიწილადათ თითოეულს.  რადგან, როგორც ერთ სხეულში გვაქვს მრავალი ასო, თუმცა ყველა ასოს ერთი და იგივე საქმე როდი აქვს;  ასევე ჩვენც, მრავალნი ერთ სხეულს შევადგენთ ქრისტეში, ხოლო ყოველი ჩვენგანი ასოები ვართ ერთიმეორისათვის.  და გვაქვს, ჩვენთვის მადლით მოცემული სხვადასხვა ნიჭი: თუ წინასწარმეტყველებაა – რწმენის შესაბამისად.  თუ მსახურებაა – მსახურებაში; თუ დამოძღვრაა – დამოძღვრაში.  თუ შემგონებელია – შეგონებით, გამჩუქებელია – უბრალოებით, უფროსია – სიბეჯითით და ქველმოქმედია – ხალისით.  სიყვარული იყოს უთვალთმაქცო; შეიძულეთ ბოროტება და მიეკარით კეთილს. ერთმანეთისადმი ძმურ სიყვარულში გულანთებულებმა, პატივისცემაში დაასწარით ერთურთს. გულმოდგინებაში ნუ გაზარმაცდებით; სულით აღენთეთ, უფალს ემსახურეთ.  იმედით იხარეთ, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – მდგრადნი.  მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას.  ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ და ნუ წყევლით.  მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ.  ერთსულოვნება გქონდეთ ერთმანეთში; ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ თავმდაბალთ მიჰყევით, დიდი წარმოდგენა ნუ გექნებათ საკუთარ თავზე;  არავის მიაგოთ ბოროტის წილ ბოროტი; კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე.  თუ შესაძლებელია, თქვენის მხრივ ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით.  შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი”.  ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.  არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით.

ეფესელთა 4:1-3
ამიტომ გემუდარებით, მე, პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოგიწოდეს.  მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში,  ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.

რომაელთა 12:6
და გვაქვს, ჩვენთვის მადლით მოცემული სხვადასხვა ნიჭი: თუ წინასწარმეტყველებაა – რწმენის შესაბამისად.

2 კორინთელთა 10:2
გევედრებით, ჩემი მოსვლისას არ დამჭირდეს კადნიერი სიმკაცრე, რომლის გამოყენებას ვფიქრობ ზოგიერთებზე, ვისაც ხორცის მიხედვით მავალნი ვგონივართ.

1 ტიმოთეს 3:2-7
მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი,  არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, თვინიერი და არა ფულის მოყვარული,  თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით.  რადგან, თუ ვინმემ საკუთარი სახლის მართვა არ იცის, ღვთის ეკლესიაზე როგორღა იზრუნებს?  ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაამაყდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ მოხვდეს.  ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეთაგან, რათა გასაკიცხი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ აღმოჩნდეს გაბმული.

2 პეტრეს 3:18
პირიქით, აღიზარდენით ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლსა და შემეცნებაში. მას ეკუთვნის დიდება ახლა და უკუნისამდე. ამინ!

ტიტეს 3:1-2
შეახსენე მათ – დაემორჩილონ და მოუსმინონ გამგებლებსა და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისთვის.  არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი და მუდამ თვინიერნი ყველა ადამიანის მიმართ.

Advertisements