დაცემა ბიბლიის მუხლები

იგავნი 18:12
ქედმაღლობა წინ უსწრებს დამხობას, მორჩილება კი წინ უძღვის დიდებას.

იგავნი 24:16
რადგან შვიდჯერაც რომ დაეცეს მართალი, მაინც ადგება, უკეთურნი კი დაიღუპებიან.

იგავნი 28:18
უმწიკვლოდ მავალი გადარჩება, ხოლო ორი გზით გამრუდებული ერთზე დაეცემა.

იგავნი 16:18
სიამაყე წინ უძღვის დაღუპვას და დაცემას წინ უძღვის ქედმაღლობა.

იერემია 50:32
და წაიბორძიკებს გამედიდურებული და დაეცემა; არავინ იქნება მისი ამყენებელი; ცეცხლს მივცემ მის ქალაქებს და ის შეჭამს მის დაბა-სოფლებს.

იგავნი 29:16
უკეთურთა მმრთველობისას დანაშაული მრავლდება; მაგრამ მართალნი იხილავენ მათ დამხობას.

ოსია 14:1
მოიქეც, ისრაელ, შენი უფალი ღმერთისკენ, რადგან წაფორხილდი შენს უკეთურებაზე.

ოსია 14:9
ვინც ბრძენია, შეიგრძნოს ეს, ვინც გონიერია, იცოდეს ეს, რადგან სწორია უფლის გზები და მართალნი დადიან მასზე; განდგომილნი კი ფორხილობენ მასზე.

ფსალმუნები 26:2
თუ დამესხმიან თავს ბოროტნი ჩემს ჩასანთქმელად, მჩაგვრელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვით წაბორძიკდებიან და დაეცემიან.

ფსალმუნები 35:12
იქ დაეცნენ მოქმედნი უსამართლობისა, დავარდნენ და აღარ ძალუძთ წამოდგომა.

ფსალმუნები 19:8
ისინი მოიდრიკებიან და დაეცემიან, ჩვენ კი წამოვდგებით და წელში გავიმართებით.

2 მეფეთა 22:39
ვსპობ და ვანადგურებ, ვეღარ დგებიან, და ჩემს ფერხთით ეცემიან.

ფსალმუნები 17:38
დავედევნები ჩემს მტრებს, წამოვეწევი და არ დავბრუნდები, ვიდრე არ მოვსპობ.

იგავნი 24:17
შენი მტრის დაცემისას ნუ გაიხარებ, და ფეხს რომ წაიტეხავს, ნუ გაიხარებს შენი გული,