დადგენილებები ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 12:14
დაე, იყოს ეს დღე თქვენთვის სამახსოვროდ და იდღესასწაულეთ იგი, როგორც დღესასწაული უფლისა თქვენს თაობებში; სამარადისო წესად გქონდეთ ეს დღესასწაული.

გამოსვლა 12:17
დაიცავით უფუარობის დღესასწაული; რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თქვენს თაობებში მარადიულ წესად.

გამოსვლა 13:10
დაიცავი ეს წესი თავის დროზე, წლიდან წლამდე.

რიცხვნი 9:12
არ დატოვონ მისგან არაფერი განთიადამდე და ძვლები მისი არ დაამტვრიონ: დადგენილებისამებრ აღასრულონ პასექი.

ლევიანნი 16:34
იყოს ეს თქვენთვის სამუდამო წესად ისრაელის ძეთა ყველა ცოდვის გამოსასყიდად წელიწადში ერთხელ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

ლევიანნი 16:29
და იყოს ეს თქვენთვის სამუდამო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს, მარხვით დაიმდაბლეთ თავები და არ გააკეთოთ არავითარი საქმე, არც მკვიდრმა და არც თქვენ შორის მცხოვრებმა ხიზანმა.

ლევიანნი 23:31
არავითარი საქმე არ გააკეთოთ; მარადიული წესია ეს თქვენს თაობებში, ყოველი თქვენგანის სადგომში.

რიცხვნი 19:2
„ესაა რჯულის დადგენილება, რომელიც ბრძანა უფალმა: უთხარი ისრაელიანებს, რომ მოგიყვანონ წითელი, უნაკლო დეკეული, რომელსაც ნაკლი არა აქვს და უღლის ქვეშ არ მდგარა.

2 ნეშტთა 2:4
აჰა, სახლს ვაშენებ უფლის, ჩემი ღმერთის სახელზე, მისთვის მისაძღვნელად, კეთილსურნელებათა საკმევად მის წინაშე და სრულადდასაწველთა მუდმივად აღსავლენად დილა-საღამოს, შაბათობით, ახალმთვარობასა და ჩვენი უფალი ღმერთის დღესასწაულებზე. უკუნისამდე ასეა ისრაელისთვის დადგენილი.

ფსალმუნები 80:4
რადგან ეს არის ისრაელის წესი, იაკობის ღმერთის დადგენილება.

ეზეკიელი 46:14
ძღვენს მიართმევ დილაობით – მეექვსედ ეფასა და მესამედ ჰინ ზეთს, გამტკიცული ფქვილის შესაზელად: ესაა უფლის ძღვნის სამუდამო და მუდმივი დადგენილება.

გამოსვლა 29:9
შემოარტყი სარტყელი აჰარონსა და მის ძეებს, დაახურე თავსაბურავები და იქნება მათი მღვდლობა სამუდამოდ; ასე მიუძღვენი აჰარონი და მისი ძეები.

გამოსვლა 28:43
იქონიონ ისინი აჰარონმა და მისმა ძეებმა საკრებულო კარავში შესვლისას ან სამსხვერპლოსთან მიახლებისას წმიდაში მსახურებისთვის, რომ არ დაედოთ ცოდვა და არ დაიხოცონ. საუკუნო წესია ეს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის მას შემდეგ”.

გამოსვლა 30:21
განიბანონ ხელები და ფეხები, რათა არ დაიხოცონ. საუკუნო წესად ჰქონდეთ მას და მის შთამომავლობას თაობიდან თაობამდე”.

ლევიანნი 10:9
„ღვინოსა და მაგარ სასმელებს ნუ დალევთ შენ და შენი ძენი საკრებულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცოთ; საუკუნო წესად გექნებათ ეს თაობიდან თაობებში;

რიცხვნი 10:8
აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, უნდა ჩაჰბერონ ბუკებს; და იქნება ეს მარადიულ წესად თქვენთვის თაობიდან თაობამდე.

4 მეფეთა 17:37
მუდამდღე იცავდეთ წესებს, რჯულსა და მცნებას, რაც უფალმა დაგიწესათ და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ.

4 მეფეთა 17:34
დღემდე ძველი ჩვეულების თანახმად იქცევიან. უფლის არ ეშინიათ და არ ასრულებენ იმ წესებს, დადგენილებებს, რჯულსა და მცნებებს, უფალმა რომ ამცნო იაკობის ძეებს, რომელსაც ისრაელი უწოდა.

რიცხვნი 15:15
ერთი წესი იყოს უფლის კრებულისთვის და ხიზნისთვის, რომელიც თქვენში ცხოვრობს, სამარადისოდ თქვენი თაობებისთვის: როგორც თქვენ ხართ, ისევე იყოს ხიზანიც უფლის წინაშე.

ფსალმუნები 18:9
შიში უფლისა წმიდაა, მარადიული. უფლის განსჯანი ჭეშმარიტია, ყველა სამართლიანია.

ლუკას 22:17-20
აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: „აიღეთ და გაინაწილეთ ერთმანეთს შორის. რადგან, გეუბნებით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღმერთის სამეფო”. აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და უთხრა: „ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონრად”. ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა:„ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ დაიღვრება.

საქმეები 2:38
ხოლო პეტრემ უთხრა მათ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.

საქმეები 16:15
ის და მისი სახლეული რომ მოინათლნენ, გვთხოვა: „თუ უფლის მორწმუნედ მთვლით, მოდით, ჩემს სახლში და დარჩით”. და დაგვიყოლია.

საქმეები 18:8
ხოლო კრისპოსმა, სინაგოგის მთავარმა მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი; ასევე მრავალმა კორინთოელმა, სიტყვა მოისმინა, ირწმუნა და მოინათლა.

რიცხვნი 19:14
ასეთია რჯული: თუ კარავში მოკვდება კაცი, მაშინ ყოველი კარავში მყოფი და იქ შემსვლელი უწმიდურია შვიდი დღე.

ეზეკიელი 44:24
დავისას ისინი დადგებიან მოსამართლეებად, ჩემი სამართლით განიკითხავენ; ჩემს რჯულსა და დადგენილებებს დაიცავენ ყველა ჩემს დღესასწაულზე და წმიდად ჰყოფენ ჩემს შაბათებს.

1 კორინთელთა 11:24-25
მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად”. სერობის შემდეგ სასმისი აიღო და თქვა: „ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში. ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად, ყოველთვის, როცა დალევთ”.

საქმეები 22:16
ახლა რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და უფლის სახელს მოუხმე.

2 ნეშტთა 8:14
მამამისის, დავითის წესისამებრ დაადგინა მღვდელთა დასები თავიანთ მსახურებაში და ლევიანები თავ-თავის მოვალეობაზე, რათა ქება აღევლინათ და ემსახურათ მღვდლებთან ერთად ყოველდღიური მოვალეობის შესასრულებლად. ასევე კარიბჭის მცველნი, თავ-თავისი დასებით თითოეულ კართან, რადგან ასე ჰქონდა ნაბრძანები დავითს, ღვთის კაცს.

ლევიანნი 3:17
სამარადისო წესია ეს თქვენს თაობებში, ყველგან, სადაც კი იცხოვრებთ; არავითარი ქონი და სისხლი არ ჭამოთ”.