დაფასება, პატივსაცემი ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 20:12
პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო შენს მიწაზე, რომელსაც უფალი ღმერთი გაძლევს.

მეორე რჯული 5:16
პატივი ეცი მამას და დედას, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, რათა დღეგრძელი იყო და კარგად იყო იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი ღმერთი.

მათეს 15:4
რადგან თქვა ღმერთმა: პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.

მათეს 19:19
პატივი ეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.

მარკოზის 7:10
მოსემ თქვა: პატივი ეცი შენს მამას და დედას; მამის, გინდ დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდესო.

მარკოზის 10:19
იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, ცრუმოწმე ნუ იქნები, ნუ იცრუებ, პატივი ეცი შენს მამას და დედას.

ლუკას 18:20
იცი მცნებები: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, პატივი ეცი შენს მამას და დედას?

ეფესელთა 6:2
პატივი მიაგე შენს მამას და დედას, – ეს არის პირველი მცნება აღთქმით, –

მალაქია 1:6
ძე პატივს სცემს მამას, მსახური – თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი მოშიშება? თქვენ გეუბნებათ ცაბაოთ უფალი, მღვდლებო, ჩემი სახელის მოძულენო; თქვენ კი გიკვირთ: როგორ მოვიძულეთო შენი სახელი?

1 ტიმოთეს 5:3
პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც ნამდვილი ქვრივები არიან.

1 ტიმოთეს 6:1
უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა თვლიდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმობოდეს ღვთის სახელი და მოძღვრება.

ებრაელთა 3:3
რადგან ის მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსია ისევე, როგორც სახლზე მეტი პატივი აქვს სახლის ამშენებელს;

ებრაელთა 13:4
ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი, სარეცელი – შეუბილწავი; მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს.

რომაელთა 13:7
ამრიგად, მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, ვისაც შიში – შიში, ვისაც პატივი – პატივი.

1 კორინთელთა 16:18
რადგან ჩემი სულიც დაამშვიდეს და თქვენიც. ამიტომ აღიარეთ ასეთები.

1 პეტრეს 2:17
ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.

1 თესალონიკელთა 5:13
უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი, მათი საქმის გამო; მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთში;

რომაელთა 12:10
ერთმანეთისადმი ძმურ სიყვარულში გულანთებულებმა, პატივისცემაში დაასწარით ერთურთს.

Advertisements