დაგირავების წესები ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 24:17
ხიზნისა და ობლის სამართალს ნუ გაამრუდებ და ქვრივის სამოსელს გირაოდ ნუ აიღებ.

მეორე რჯული 24:6
ნურავინ აიღებს წისქვილსა და დოლაბს გირაოდ, რადგან სიცოცხლეს იღებს იგი გირაოდ.

მეორე რჯული 24:10-11
თუ რაიმეს ასესხებ მოყვასს, არ შეხვიდე მასთან სახლში გირაოს წამოსაღებად,  გარეთ დაელოდე და იქ გამოგიტანს შენი მოვალე გირაოს.

გამოსვლა 22:26
თუ შენი მოყვასის სამოსელს აიღებ გირაოდ, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე,

მეორე რჯული 24:12-13
თუ ღარიბია კაცი, შენთან ნუ გაათევინებ ღამეს გირაოს.  დაუბრუნე გირაო მზის ჩასვლისას, რათა დაიძინოს თავის მოსასხამში; გაკურთხებს და სიმართლედ ჩაგეთვლება უფლის, შენი ღმერთის წინაშე.

ეზეკიელი 18:7
არავის ჩაგრავს და მევალეს ვალს უბრუნებს, მძარცველი არ არის, თავის პურს უყოფს მშიერს და შიშველს მოსავს,

ეზეკიელი 18:16
არავის დაჩაგრავს, თავდებში ჩადებულს არ მიითვისებს, არ იმძარცველებს, თავის პურს მშიერს გაუყოფს და შიშველს შემოსავს,

ეზეკიელი 33:15
ვალს დააბრუნებს ბოროტეული, წართმეულს აანაზღაურებს, სიცოცხლის წესებით ივლის და ურჯულოებას აღარ ჩაიდენს, იცოცხლებს და აღარ მოკვდება.

ეზეკიელი 18:12
ღარიბსა და ღატაკს ჩაგრავდეს, მძარცველობდეს, ვალს არ აბრუნებდეს, კერპებისკენ ჰქონდეს თვალი მიპყრობილი და სისაძაგლეს სჩადიოდეს,