დამატება ბიბლიაზე ბიბლიის მუხლები

გამოცხადება 22:18-19
მე ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს. თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხისგან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი.

მეორე რჯული 4:2
არ დაამატოთ მას არაფერი, რასაც მე გამცნებთ თქვენ, და არაც მოაკლოთ. რათა დაიცვათ მცნებანი უფლისა, თქვენი ღმერთისა, რომელთაც მე გამცნებთ თქვენ.

იგავნი 30:5-6
უფლის ყოველი სიტყვა სარწმუნოა; იგი ფარია მის მოიმედეთათვის. ნურას მიუმატებ მის სიტყვებს, თორემ გამხილებს და მატყუარა გამოხვალ.

ებრაელთა 10:23
მტკიცედ მივყვეთ სასოების აღსარებას, ვინაიდან აღმთქმელი სარწმუნოა.

მეორე რჯული 12:32
ყოველი სიტყვა, რომელსაც მე გიბრძანებთ, დაიცავით შესასრულებლად. ნურც დაუმატებ მას და ნურც მოაკლებ.

მათეს 22:29
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ცდებით, ვინაიდან არც წერილები იცით და არც ღვთის ძალა.

მარკოზის 7:13
აუქმებთ ღვთის სიტყვას თქვენი გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, და სხვასაც ბევრს ამის მსგავსს აკეთებთ.”

დაბადება 3:1-4
და მინდვრის ცხოველებს შორის, რომლებიც კი შექმნა უფალმა ღმერთმა, ყველაზე ცბიერი იყო გველი. და ჰკითხა გველმა დედაკაცს: „ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, რომ ბაღის არც ერთი ხისგან არ ჭამოთო?” და დედაკაცმა უპასუხა: „ბაღის ხის ნაყოფები გვეჭმევა. ხოლო იმ ხის ნაყოფზე, რომელიც შუა ბაღშია, გვითხრა ღმერთმა: ‘არ ჭამოთ მისგან და არც შეეხოთ, რომ არ მოკვდეთ.’” და უთხრა გველმა დედაკაცს: „არ მოკვდებით.

მათეს 24:24
ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.

1 მეფეთა 8:4-7
შეიკრიბა ისრაელის ყველა უხუცესი და მივიდა სამუელთან რამაში. უთხრეს: „შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას; დაგვისვი ახლა მეფე, რომ განგვსჯიდეს, როგორც სხვა ხალხებშია.” არ მოეწონა ეს საქმე სამუელს, როცა თქვეს, მეფე მოგვეციო მსაჯულად, მაშინ ილოცა სამუელმა უფლის მიმართ. უთხრა უფალმა სამუელს: „გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეტყვიან, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ.

იოანეს 20:30-31
ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ მოწაფეების წინაშე, რაც ამ წიგნში არ დაწერილა. ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, და, რათა მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.