დამოკიდებულება დევნის მიმართ ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 118:87
ლამის მომსპონ ამ ქვეყანაზე. მაინც არ მივატოვე შენი ბრძანებანი.

მათეს 10:22
ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.

1 კორინთელთა 4:12
ჯაფაში ვართ და საკუთარი ხელებით ვშრომობთ; გვლანძღავენ – ვლოცავთ, გვდევნიან – ვითმენთ;

2 თესალონიკელთა 1:4-8
ამიტომ თვითონვე ვიკვეხნით თქვენით, ღმერთის ეკლესიებში თქვენი მოთმინებისა და რწმენის გამო და რომ იტანთ ყოველ დევნასა და გასაჭირს. რაც ღმერთის სამართლიანი სამსჯავროს ნიშანია, რომ ღვთის სამეფოს ღირსნი გახდებით, რისთვისაც იტანჯებით კიდეც. ვინაიდან სამართლიანია ღმერთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს, თქვენ კი შეჭირვებულებმა, ჩვენთან ერთად მოისვენოთ, როცა უფალი იესო გამოცხადდება ციდან, თავის ძლიერ ანგელოზებთან ერთად, და ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას,

იაკობის 5:8
თქვენც სულგრძელობა გამოიჩინეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოებულია უფლის მოსვლა.

ებრაელთა 12:1
ამიტომ ჩვენც, გვაკრავს რა მოწმეთა ღრუბელი ირგვლივ, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი,

2 ტიმოთეს 2:3
ტანჯვაშიც ეზიარე, როგორც იესო ქრისტეს კეთილმა მეომარმა.

1 პეტრეს 5:9
წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით და იცოდეთ, რომ მსგავსი ტანჯვანი თქვენს ძმებსაც ხვდებათ ქვეყნიერებაზე.

გამოცხადება 2:3
მოთმინებაც გაქვს და იტანჯე კიდეც ჩემი სახელის გულისთვის, და არ დაქანცულხარ.

1 პეტრეს 2:12
კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს.

მათეს 5:44
მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.

რომაელთა 12:19-20
შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი”. ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.

ნაუმი 1:7-8
კეთილია უფალი, თავშესაფარია გაჭირვების დღეს, ცნობს მასზე მინდობილებს. მაგრამ მოვარდნილი ღვარცოფივით წალეკავს მოწინააღმდეგის ადგილს და ბნელეთამდე სდევნის თავის მტრებს

2 ტიმოთეს 3:10-11
შენ კი მე მომყვებოდი მოძღვრებაში, ქცევაში, განზრახვაში, რწმენაში, მოთმინებაში, სიყვარულში, გამძლეობაში, დევნაში, ტანჯვებში, რაც შემემთხვა ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრაში; რა დევნანი არ გადავიტანე, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა;

ებრაელთა 13:6
ამიტომ თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს კაცი?”

გამოცხადება 3:10
რაკი დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისგან, რომელიც მოვა მთელს ქვეყანაზე, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრნი.

ფსალმუნები 22:4
სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.

მათეს 28:20
ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!

2 კორინთელთა 4:9
დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი; გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი.

ეფესელთა 6:18
ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმიდასთვის;

მიქა 7:7-8
მე კი უფალს შევცქერი, ჩემი ხსნის ღმერთის მოლოდინში ვარ; მომისმენს ჩემი ღმერთი. ნუ ხარობ ჩემზე, მტერო! რომც დავეცე, წამოვდგები, ბნელშიც რომ დავჯდე, უფალია ჩემი ნათელი!

1 პეტრეს 4:12
საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ მოგსვლოდეთ.

გამოცხადება 7:13-17
შემდეგ მომიგო ერთმა უხუცესთაგანმა და მკითხა: „ვინ არიან ეს თეთრი სამოსით შემოსილები ან საიდან მოვიდნენ?” ვუპასუხე: „უფალო, შენ იცი”. მან მითხრა: „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები; რომელთაც გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს კრავის სისხლით. ამიტომაც არიან ღმერთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში; და ტახტზე მჯდომი გაშლის თავის კარავს მათზე. აღარ მოშივდებათ და არც მოსწყურდებათ, არც მზე დასწვავთ და არც არავითარი პაპანაქება. ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროსკენ გაუძღვება; და ღმერთი მოსწმენდს ცრემლს მათ თვალთაგან”.

Advertisements